ანტისტრესი

პროგრამა ანტისტრესი

ხანგრძლივობა: 7 -14 დღე

ღირებულება: 7 დღე - 6 000 ლარი, 14 დღე - 11 400 ლარი. (არ შეიცავს განთავსების ფასს)

 

ხანგრძლივი ფიზიკური და ემოციური სტრესის პირობებში პიროვნების ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება. თავის ქრონიკული ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის ნაკლებობა და იოლი აგზნებადობა სტრესის თანმდევი მოვლენებია. არასწორი კვების რეჟიმი და ფიზიკური აქტივობა, ასევე ძილის ნაკლებობა სტრესის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის.

პროგრამა „ანტისტრესი“-ს მიზანია სტრესის მოხსნა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შრომისუნარიანობის ამაღლება და ძილის რეჟიმის მოწესრიგება.

პროგრამა ორიენტირებულია ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაზე, რომელიც, თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისით, მრავალი დაავადებისა და ნაადრევი დაბერების მიზეზად ითვლება.

 

პროგრამის სტანდარტული შემადგენლობა (7 დღეზე გათვლით)

 

პირველი დღე აღებულია პროგრამიდან „ბიოლი ინტრო“.

 

2-7 დღეებში გადანაწილებულია შემდეგი პროცედურები:

  • სუნთქვითი ვარჯიშის სესია
  • სკანდინავიური სიარული სპეციალური ხელჯოხების გამოყენებით
  • ვარჯიში დარბაზში
  • მაქსიფლექს პროცედურა
  • ტერფის მაქსიფლექს პროცედურა
  • თავის, კისრისა და ხელების მასაჟის პროცედურა
  • ხირომასაჟის პროცედურა
  • ფიტოაბაზანა
  • სპეციალური ტექნოლოგიის კონტრასტული შხაპი
  • მაგნიტოთერაპია
  • დერმოტონია
  • განმეორებითი დიაგნოსტიკა პროგრამის დასრულებისას

 

პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით.
 

ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებითი პროცედურების შეძენაც, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

* აღნიშნული პროგრამა შეირჩევა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, რომელიც ბიოლში უნიკალური მეთოდებით ტარდება.

* ანამნეზიდან გამომდინარე, პროგრამის მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია რეკომენდაცია გაიცეს მის მოდიფიცირებაზე ან ხანგრძლივობის შეცვლაზე.