ქრონიკული დაღლილობის მართვა

ქრონიკული დაღლილობის მართვა

ხანგრძლივობა: 7 -14 დღე

ღირებულება: 7 დღე - 5400 ლარი, 14 დღე - 10260 ლარი. (არ შეიცავს განთავსების ფასს)

 

ქრონიკული დაღლილობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გავრცელებული სინდრომია, რომელიც ყველაზე ხშირად 25-დან 45 წლამდე აქტიურ, წარმატებულ ადამიანებს აწუხებთ. ზედმეტად დატვირთული რეჟიმის გამო სტრესის ხარისხი ძალიან მაღალია. ამ დროს ორგანიზმი ძალებს ცუდად აღიდგენს ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი. ადამიანი თავს მუდამ დაქანცულად გრძნობს. ხშირია კუნთების სისუსტე და თავის ტკივილის შემთხვევები.

პროგრამის მიზანია მუდმივი ფიზიკური დაღლილობის მოხსნა და ძილის რეჟიმის დარეგულირება. შედეგად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, ქრება თავისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილი, მაღლდება კონცენტრაციის უნარი. ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებას აღდგენილი ძალებით უბრუნდება.

პროგრამა ორიენტირებულია ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაზე, რომელიც, თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისით, მრავალი დაავადებისა და ნაადრევი დაბერების მიზეზად ითვლება.

 

პროგრამის სტანდარტული შემადგენლობა (7 დღეზე გათვლით):

 

პირველი დღე აღებულია პროგრამიდან „ბიოლი ინტრო“.

 

2 – 7 დღეებში გადანაწილებულია შემდეგი პროცედურები:

  • სუნთქვითი ვარჯიშის სესია
  • სკანდინავიური სიარული სპეციალური ხელჯოხების გამოყენებით
  • ვარჯიში დარბაზში
  • ტერფის მაქსიფლექს პროცედურა
  • თავისა და კისრის მასაჟის პროცედურა
  • მაქსიფლექს პროცედურა
  • ნეიროსედაციური მასაჟი
  • ხირომასაჟი
  • ფიტოაბაზანა
  • მაგნიტოთერაპია
  • განმეორებითი დიაგნოსტიკა პროგრამის დასრულებისას

 

პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით.
 

ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებითი პროცედურების შეძენაც, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
 

* აღნიშნული პროგრამა შეირჩევა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, რომელიც ბიოლში უნიკალური მეთოდებით ტარდება.

* ანამნეზიდან გამომდინარე, პროგრამის მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია რეკომენდაცია გაიცეს მის მოდიფიცირებაზე ან ხანგრძლივობის შეცვლაზე.