კონცეფცია

ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, რა არის BIOLI? ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის სანატორიუმი სწორი კვებით. ზოგი ამას აღიქვამს, როგორც კურორტს მთის სუფთა ჰაერით, სხვები კი - როგორც სარეაბილიტაციო ცენტრს, სპას ან სულაც „გასახდომ“ ცენტრს, რაკი ახსოვთ წონის რადიკალური დაკლების ჩემეული ისტორია.

მიიღებს რა ცხოვრების ყველა შესაძლო მატერიალურ სიკეთეს, ადამიანს რჩება და ხანდახან უძლიერდება სურვილი თავს გრძნობდეს აბსოლუტურად ჯანმრთელად და არ ავადმყოფობდეს.

კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალისხმევა სწორედ ამ სურვილის ასრულებისაკენ მიგვემართა და გამოგვეყენებინა მსოფლიო სამედიცინო გამოცდილება დაავადებების ადრეულ პრევენციაში. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის მთავარი მტერი საერთო სახელით - სტრესფაქტორები. მოცემული ცნების ქვეშ ჩვენ გავაერთიანეთ ყველაზე გავლენიანი ფაქტორები.

პირველი და ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს, არასწორი კვებაა. ჩვენ შევდგებით იმისაგან, რასაც ვჭამთ და ვსვამთ. საკვები პროდუქტების არასწორი შერჩევა, მათი არასისტემურად, უდროო დროს და უზომო რაოდენობით მიღება, საჭმლის გაუაზრებელი კომბინაციები ძლიერი სტრესის მომტანია ორგანიზმისთვის.

ძლიერ სტრესფაქტორს წარმოადგენს არასწორი ფიზიკური აქტივობაც (როგორც ცხოვრების მჯდომარე წესი, ისე ძლიერი გადატვირთვებიც). ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ფსიქოლოგიური გადაღლა, როგორც ნერვული სისტემისა და ორგანოების მუშაობის დარღვევის მიზეზი.

მავნე ზემოქმედება გააჩნია ქრონიკულ ინტოქსიკაციებსაც, რაც გულისხმობს ორგანიზმის ქრონიკულ მოწამვლას დაბინძურებული ჰაერით, სიგარეტის კვამლით, ჭარბი ალკოჰოლით, სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებისა და მავნე საკვები პროდუქტების მიღებით, ნიადაგისა და სასმელი წყლის ცუდი ხარისხით, ულტრაიისფერი, მაიონიზირებელი გამოსხივებით და სხვა.

ძილის დარღვევები ასევე წარმოადგენს ძლიერი სტრესის წარმოქმნის წინაპირობას. 

ეს სტრესფაქტორები სხვადასხვა ხარისხით უწყობენ ხელს ნერვული სისტემის ორგანოებთან და უჯრედებთან ურთიერთქმედების დესინქრონიზაციას. შედეგად წარმოიშობა პრობლემები თავად ორგანოებთან და სისტემებთან, სუსტდება იმუნიტეტი, იწყება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პროცესი, ჩნდება დაავადებები, ჩქარდება ორგანიზმის დაბერება.

იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტრესფაქტორებს, ჯერ უნდა გავზომოთ ისინი. ჩვენ საფუძვლად ავიღეთ ოქსიდაციური სტრესის პარამეტრები უჯრედულ დონეზე, უფრო სწორად, ორგანიზმის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების რაოდენობისა და ანტიოქსიდანტური აქტიურობის თანაფარდობა, როგორც უმნიშვნელოვანესი პარამეტრი, რადგანაც თანამედროვე მედიცინა ოქსიდაციურ სტრესს უკავშირებს მრავალ ნეგატიურ პროცესს, ადრეული დაბერებით დაწყებული, სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებით დამთავრებული. ამასთან ერთად, ჩვენ ვიკვლევთ მიკროელემენტების რაოდენობას, მათ შორის ტოქსიკური მიკროელემენტების ე.წ. მძიმე მეტალების არსებობას უჯრედებში, შევისწავლით სხეულის სტრუქტურას 50-მდე სხვადასხვა პარამეტრით, ვატარებთ ფიტნეს-ტესტირებას, ველნეს ტესტირებას, ვეგეტაციური ნერვული სისტემის მდგომარეობის დიაგნოსტიკას, გენეტიკურ დიაგნოსტიკას და სხვა გამოკვლევებს.

თუ საჭირო გახდა, რეკომენდებულია დამატებითი გამოკვლევები, ანალიზების აღება. ასევე საჭიროა არსებული ცხოვრების სტილის წინასწარი ფსიქოლოგიური სკრინინგის ჩატარება, იმისთვის, რომ:

  • გამოვავლინოთ მავნე ჩვევები და ისე ავაწყოთ მუშაობა, რომ მათზე უარის თქმა არ იყოს მტანჯველი, არამედ წარმოადგენდეს მსუბუქ რეინჟინერინგს;
  • განვსაზღვროთ პრეფერენციები, რათა უზრუნველვყოთ კურორტზე მაქსიმალურად კომფორტული ყოფნა.

სურვილისამებრ უნდა შედგეს „გენეტიკური პასპორტი“ ორგანიზმის შესაძლო სუსტი, მოწყვლადი ადგილების განსასაზღვრად, რაც ასევე გასათვალისწინებელი იქნება ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებელი ინდივიდუალური პროგრამის შედგენის დროს.

შესაძლებელია, სურვილისამებრ გავატაროთ ტესტი საკვების გადაუტანლობაზე იმისათვის, რომ სხვა ფაქტორების გათვალისწინებასთან ერთად, შევადგინოთ პერსონალური მენიუ.

ზემოთ აღწერილი მაჩვენებლების საფუძველზე, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის ისტორიისა და დამატებით, ზოგიერთი კლინიკური მონაცემების გათვალისწინებით, სამედიცინო გუნდი თითოეული დამსვენებლისთვის ქმნის ინდივიდუალურ პროგრამას:

  • შეირჩევა ფუნქციონალური კვება მხოლოდ ნატურალური, ხარისხიანი პროდუქტების გამოყენებით, რომელშიც ინდივიდუალურადაა დამატებული ენდემური ფიტოთერაპიული პროდუქტები (საქართველოს მათი მრავალფეროვნებით მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია);
  • კონკრეტული სტუმრისთვის შესაძლებელია კვების მენიუს შერჩევა მისი ორგანიზმის სხვადასხვა კვების პროდუქტებზე რეაქციის ტესტირების და ასევე, „გენეტიკური პასპორტის“ გათვალისწინებით;
  • შეირჩევა ინდივიდუალური ანტისტრესული ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული აქტიურობის სახეობებით;
  • შეირჩევა შესაბამისი სპა პროცედურები;
  • შეირჩევა ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცედურები;
  • გამოიყენება სხვადასხვა აპარატული მეთოდი;
  • ტარდება ძილის რეგულაციისა და გაუმჯობესების პროცედურები. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, აქაც გამოიყენება საქართველოს ენდემური ფიტორესურსების, სამკურნალო მინერალებისა და ტალახის მრავალფეროვნება.

პოზიტიური განწყობის გასაძლიერებლად უზრუნველყოფილია ლანდშაფტურ-არქიტექტურული ტერიტორია ლამაზი ხედებით და კრისტალურად სუფთა მთის ჰაერით, მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, ნაციონალური სამზარეულოსა და იშვიათი ღვინოების დეგუსტაცია.

დასასრულს, ყველა სტუმარს წარედგინება ველნეს პროგრამის შედეგები გაზომილი, გაუმჯობესებული პარამეტრების სახით.

ყველაფერ ამას ჩვენ ვუწოდეთ „სამედიცინო ველნეს-კურორტი“, ხოლო სამედიცინო სპეციალისტებს კი, რომლებიც მუშაობენ მოცემულ კონცეფციაზე, ველნეს-თერაპევტები.