დეტოქსი

პროგრამა დეტოქსი

ხანგრძლივობა: 7 -14 დღე

ღირებულება: 7 დღე - 5400 ლარი, 14 დღე - 10260 ლარი. (არ შეიცავს განთავსების ფასს)

 

არახელსაყრელი ეკოლოგიური გარემო, მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, თამბაქო), არაჯანსაღი კვება და მედიკამენტების ხშირი მიღება ადამიანის ორგანიზმში მავნე ტოქსინების დაგროვებას იწვევს, რაც მრავალი ნეგატიური რეაქციის მიზეზია. შედეგად ქვეითდება იმუნიტეტი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა უარესდება, ადამიანი ხშირად განიცდის ენერგიის ნაკლებობას, გროვდება ზედმეტი კილოგრამები.

პროგრამა “დეტოქსი“-ს მიზანია ორგანიზმის ტოქსინებისა და მძიმე ლითონებისგან გათავისუფლება. შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება თვითშეგრძნება და ნივთიერებათა ცვლა, იზრდება შრომისუნარიანობა, მაღლდება იმუნიტეტი, კანს კი ჯანსაღი ელფერი უბრუნდება.

პროგრამა ორიენტირებულია ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაზე, რომელიც, თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისით, მრავალი დაავადებისა და ნაადრევი დაბერების მიზეზად ითვლება.

 

პროგრამის სტანდარტული შემადგენლობა (7 დღეზე გათვლით):

 

პირველი დღე აღებულია პროგრამიდან „ბიოლი ინტრო“.

 

2-7 დღეებში გადანაწილებულია შემდეგი პროცედურები:

  • სუნთქვითი ვარჯიშის სესია
  • სკანდინავიური სიარული სპეციალური ხელჯოხების გამოყენებით
  • ვარჯიში დარბაზში
  • ტერფის მაქსიფლექს პროცედურა
  • თავის, კისრისა და ხელების მასაჟის პროცედურა
  • ლიმფოდრენაჟის მასაჟი
  • დეტოქსიკაციური თერმო-შეფუთვა ტალახით
  • ხირომასაჟის პროცედურა
  • ფიტოაბაზანა
  • სპეციალური ტექნოლოგიის კონტრასტული შხაპი
  • სხეულის თერმული დამუშავება
  • დერმოტონია
  • განმეორებითი დიაგნოსტიკა პროგრამის დასრულებისას

 

პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით.
 

ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებითი პროცედურების შეძენაც, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

* აღნიშნული პროგრამა შეირჩევა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე, რომელიც ბიოლში უნიკალური მეთოდებით ტარდება.

* ანამნეზიდან გამომდინარე, პროგრამის მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია რეკომენდაცია გაიცეს მის მოდიფიცირებაზე ან ხანგრძლივობის შეცვლაზე.