აღმოაჩინე საქართველო

საქართველო საოცარი მრავალფეროვნებით ცნობილი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე გამოცდილ ტურისტსაც კი იოლად მოაჯადოვებს თავისი ავთენტური სილამაზით.

ბიოლის სტუმრებს ვერტმფრენის საშუალებით ამ პატარა ქვეყანა-მუზეუმის დათვალიერება სულ რაღაც ერთ დღეში შეუძლიათ. გარდა ამისა, კურორტი საკუთარ დამსვენებლებს მათთვის ინდივიდუალურად შედგენილ სანახაობრივ ტურებსაც სთავაზობს.

მათთვის, ვინც განსაკუთრებით დაინტერესებულია ხუროთმოძღვრული ძეგლებით და უძველესი არქიტექტურით, ბიოლისთვის ექსკლუზიურად შედგენილი ტური იდეალური არჩევანი იქნება. ის მოიცავს ექსკურსიას როგორც თბილისის ისტორიულ ნაწილში, ასევე საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში. კულტურულ პროგრამას მუხრანის ველის მიდამოებში საჰაერო ბურთით გასეირნება ცვლის, საღამოს კი საინტერესო ტურს ღვინის მარანში ვიზიტი და ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან გაცნობა ასრულებს.

მეღვინეობის კულტურის და ქართული ღვინის თაყვანისმცემლებს მზიან კახეთში დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ. გამოცდილი გიდი მათ უძველეს მონასტრებს დაათვალიერებინებს. საჰაერო ბურთიდან დანახული ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების სილამაზით მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო გაამძაფრებს შატო ზეგაანში ვიზიტი, სადაც სტუმრებს ქვევრის უნიკალური ღვინოების დეგუსტაცია და უგემრიელესი ვახშამი ელოდებათ.