ფიზიკური აქტივობა

კინეზოთერაპია სამედიცინო ველნეს პროგრამების განუყოფელი ნაწილია. ბიოლში ის  სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობებს მოიაზრებს, რომლებიც ორიენტირებულია მოძრაობით მკურნალობაზე. სამედიცინო ველნეს კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე, ბიოლში ინდივიდუალურად შერჩეული ყველა ვარჯიში პრევენციულ ხასიათს ატარებს, რაც ამცირებს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების განვითარების რისკს და ახდენს უკვე არსებული პათოლოგიური პროცესების გართულებების თავიდან აცილებას.

ბიოლში კინეზოთერაპიის ქვეშ გაერთიანებულია შემდეგი ფიზიკური აქტივობები:

 

ჯოხებით სიარულის სპეციალური ტექნიკა

გამაჯანსაღებელი, უსაფრთხო სიარულის სტილი (ასევე ცნობილია, როგორც სკანდინავიური სიარულის ტექნიკა) სპეციალური ხელჯოხების გამოყენებით სასარგებლოა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების პრევენციისა და თერაპიისთვის. სკანდინავიური სიარული ავარჯიშებს სხეულის კუნთების 90%-ს და წვავს 46%-ით მეტ კალორიას, ვიდრე ჩვეულებრივი სიარული.

 

დეკომპრესირებადი ვარჯიშები crossover ტრენაჟორზე

ანტიგრავიტაციულ crossover ტრენაჟორზე გაჭიმვითი ხასიათის ვარჯიშებს წამყვანი ადგილი უჭირავს კინეზოთერაპიაში. ეს ვარჯიშები ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე და სახსრებზე, აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას და კვებას, ხსნის სპაზმს და აძლიერებს ხერხემლის კუნთოვან კორსეტს. დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ ხდება სავარჯიშო პროგრამის ინდივიდუალურად შერჩევა, რაც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ძვალ-სახსროვანი დაავადებების პრევენცია ადრეულ ეტაპზე. უკვე დაზიანებული სახსრის შემთხვევაში ვარჯიშს აქვს თერაპიული ეფექტი და გამოიყენება დაავადებების გართულებების თავიდან ასაცილებლად.

 

სახსროვანი ვარჯიშები

სახსროვანი ვარჯიშები კინეზოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპლექსური ხასიათის ვარჯიშების დახმარებით ხდება ზემოქმედება კონკრეტულ სახსრებზე, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ძვალ-სახსროვანი დაავადებების განვითარების რისკი ან ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დაზიანებული სახსრის მდგომარეობის გაუმჯობესება. სახსროვანი ვარჯიშები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კუნთოვან სტატუსს, ხსნის ტკივილს და დაძაბულობას სახსრებში, ზრდის ხერხემლის ელასტიურობასა და მოქნილობას.

 

ფიტბოლი, ანუ ვარჯიში ბურთის დახმარებით   

ფიტბოლით შესრულებული ვარჯიშები აძლიერებს კუნთების ტონუსს, ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს ხერხემლის მოქნილობას, ამცირებს დატვირთვას მალთაშორის დისკებზე და აუმჯობესებს კოორდინაციას. ფიტბოლით შესრულებული ვარჯიშების დროს ძირითადი დატვირთვა ზურგისა და მუცლის კუნთებზეა; გარდა ამისა, ხდება შინაგანი ორგანოების სისხლის მიმოქცევის და შესაბამისად, მათი ფუნქციის სტიმულირებაც.

 

Aqua Bike

Aqua Bike ეფექტური და კომპლექსური მეთოდია, რომელიც წყალში ფიზიკური აქტივობისა და ჰიდრომასაჟის სინთეზს წარმოადგენს. ჰიდრომასაჟის შედეგად ხდება სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, რასაც აქვს ანტიცელულიტური ეფექტი, განსაკუთრებით თეძოს (გალიფეს) ზონებში. წყლის ზემოქმედების შედეგად მცირდება დატვირთვა სახსრებზე. პედლების ბრუნვა უზრუნველყოფს კარდიო დატვირთვას, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ წყალში ფიზიკური აქტივობის და ჰიდრომასაჟის ერთდროულად განხორციელებას გაცილებით ეფექტური შედეგი აქვს, ვიდრე ცალ-ცალკე.

 

სუნთქვითი ვარჯიშები

ბიოლის უნიკალური მიკროკლიმატის პირობებში, კრისტალურად სუფთა ჰაერზე შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები განაპირობებს ფილტვების ფუნქციური პარამეტრების მკვეთრ გაუმჯობესებას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ქმნის დამამშვიდებელ ეფექტს და გარემოსთან სრული ჰარმონიის შეგრძნებას. სუნთქვითი ვარჯიშების შესრულების პროცესში, შინაგანი ორგანოების ბარორეცეპტორებზე ზემოქმედებით აქტიურდება სისხლმომარაგება და ფიზიოლოგიური პროცესები.