ინტრო

ხანგრძლივობა: 2 დღე

ღირებულება: 1080 ლარი. (არ შეიცავს განთავსების ფასს)

 

„ბიოლი ინტრო“ ორდღიანი პროგრამაა, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესით დაინტერესებულ სტუმრებს, სრულ დიაგნოსტიკასთან ერთად, ბიოლის სამეცნიერო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ზუსტ რეკომენდაციებს სთავაზობს.

ხშირ შემთხვევაში, ე.წ. ჯანსაღ რაციონს და სპორტულ აქტივობებს არ მოაქვს ადამიანისთვის სასურველი შედეგი, რაც საკმაოდ ძლიერი დემოტივატორია. ამაში „დამნაშავე“ ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებია - მასში ოქსიდაციური სტრესის და დაგროვებული ტოქსინების დონე, ასევე სხეულში სითხის, ცხიმის, კუნთოვანი მასისა და მინერალური კომპონენტების შემადგენლობა. ბიოლის სრული დიაგნოსტიკა, რომელიც ამ ფაქტორებს აანალიზებს, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ველნეს გეგმის შედგენისა და ცხოვრების სტილის სწორი კორექციისთვის. მის საფუძველზე სტუმარი იღებს დეტალურ რჩევებს კვების რეჟიმსა და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პიროვნებისთვისაა საჭირო.

ამასთან, „ინტრო“-ს ფარგლებში ტარდება ბიოლის ველნეს პროგრამებიდან აღებული გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც საერთო სტრესის მოხსნასა და საერთო თვითშეგრძნების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

„ინტრო“ კარგ არჩევანს წარმოადგენს მათთვის, ვისაც ცხოვრების სტილის კორექცია კვალიფიციურ სამედიცინო ანალიზზე დაყრდნობით სურს. აღნიშნული პროგრამა სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც უნდა უკეთესი წარმოდგენა შეექმნას ბიოლის ხანგრძლივ ველნეს პროგრამებზე.

 

პირველი დღე მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

 

  • სრული დიაგნოსტიკა, რომლის რეზულტატს (დეტალური განმარტებებით) შემდეგ დღეს სტუმარს გააცნობს ბიოლის სამეცნიერო ჯგუფი
  • ნეიროსედაციური მასაჟი
  • ტერფის მაქსიფლექს პროცედურა
  • ფიტოაბაზანა (ანამნეზიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩატარდეს მეორე დღეს)
  • სპეციალისტის მიერ საქართველოს ფიტორესურსების წარდგენა და ინდივიდუალური ნაკრების შერჩევა
  • სკანდინავიური სიარული სპეციალური ხელჯოხების გამოყენებით

პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით

 

მეორე დღე იგეგმება რეკომენდებული პროგრამის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება სამეცნიერო ჯგუფის მიერ.

 

ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებითი პროცედურების შეძენაც, რომელთა სიაც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

*ანამნეზიდან გამომდინარე, პროგრამის მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია რეკომენდაცია გაიცეს მის მოდიფიცირებაზე ან ხანგრძლივობის შეცვლაზე.