ველნეს პროცედურები

ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია

აღნიშნული თერაპიის მიზანია, მოახდინოს ორგანიზმის ბუნებრივი ფუნქციის (დამცველობითი და აღდგენითი) გაძლიერება ბიო-იდენტური სიგნალის მეშვეობით. ამ უკანასკნელის გადაცემა ორგანიზმში ინოვაციური აპარატის დახმარებით ხდება, რის შედეგადაც იზრდება უჯრედის აქტივობა, რაც ხელს უწყობს მის რეგენერაციას. ბიო-იდენტური სასიგნალო თერაპია ახდენს დაავადებების პრევენციას და ანელებს დაბერების პროცესს, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.
 

იმპულსური მაგნიტური თერაპია

სამ განსხვავებულ რეჟიმში (ბუნებრივი, აქტიური და სარელაქსაციო) მომუშავე იმპულსური მაგნიტური თერაპიის თანამედროვე ტექნოლოგია უჯრედული და სისტემური ეფექტებით გამოირჩევა. იგი ხელს უწყობს უჯრედის ენერგეტიკულ უზრუნველყოფას, ასტიმულირებს თვითრეგულაციის მექანიზმებს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ მოქმედებას და აძლიერებს დაცვით შესაძლებლობებს. სისტემურ დონეზე იმპულსური მაგნიტური თერაპია აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს. იგი ხელს უწყობს მოდუნების პროცესს, სტრესის მოხსნას და ჯანსაღ ძილს. გააჩნია ანალგეზიური ეფექტიც.
 

შეფუთვა

ინდივიდუალურად შერჩეული, მცენარეული ზეთებისა და ნაყენების გამოყენებით წარმოებული შეფუთვა ასტიმულირებს ქსოვილებიდან ზედმეტი სითხის გამოტანას და განაპირობებს სხეულის მასის შემცირებას. ეს პროცედურა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და კანის  ტონუსის აღდგენას.
 

ფიტოაბაზანები

აბაზანები ბუნებრივი გოგირდის გამოყენებით;

მტკნარი წყლის წყალმცენარეების აბაზანები: წყალი და მტკნარი წყლის წყალმცენარეები;

სამკურნალო მცენარეების აბაზანები, რომლებშიც გამოიყენება შემდეგი ინგრედიენტები: ორკბილა, სელის მარცვლები, გვირილა, ევკალიპტი, ქაფური, დაფნა, შვიტა, ჭინჭარი, ოშოშა, კიპარისი.

სამკურნალო ბალახებისა და მცენარეების აბაზანები ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომლის მოქმედებაც მიმართულია ორგანიზმის დაცვითი უნარის და მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ მდგრადობის ზრდისკენ. ფიტოაბაზანები ხელს უწყობს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების რეგულაციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კუნთოვან ტონუსს.

ფიტოაბაზანები, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და კანის ფორების გაფართოების მეშვეობით, ორგანიზმში ქმნის ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ადვილად შეღწევის პირობებს. სწორედ ამიტომ, ფიტოაბაზანას ორგანიზმზე არა მარტო ლოკალური (ადგილობრივი), არამედ ზოგადი ზემოქმედების უნარიც გააჩნია.  იგი სწრაფად ხსნის დაღლილობას, სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და ასუფთავებს კანს, აწესრიგებს ძილს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
 

„შთაბეჭდილებების შხაპი“ და კონტრასტული შხაპი

„შთაბეჭდილებების შხაპი“ სპა-ატრაქციონია, რომელსაც მატონიზირებელი და სარელაქსაციო მოქმედება გააჩნია. არომატული და სინათლის ეფექტები საშუალებას გაძლევთ სულ რამდენიმე წუთში სხვადასხვა კლიმატურ ზონაში იმოგზაუროთ.

კონტრასტული შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრესს. ის განსაკუთრებით ეფექტურია მიკროცირკულაციის ანუ კაპილარული სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებისთვის.

 

მაქსიფლექს პროცედურა

გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის და ელასტიურობის გაუმჯობესების მიზნით.

 

ტერფის მაქსიფლექს პროცედურა

ხსნის დაძაბულობას, აუმჯობესებს ტერფის სახსრების ფუნქციურ მდგომარეობას.

 

კოლხური მაქსიფლექსი

სხეულის მასაჟი ენდემური ფიტოდანამატებით სავსე  გაცხელებული ტომრებით. იგი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აქვს ანტისტრესული ეფექტი. დადებითად მოქმედებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.
 

ჰემოლიმფოდრენაჟი

პროცედურის მიზანია ლიმფის მიმოქცევის დარღვევით განპირობებული შეშუპების მოხსნა და ლიმფური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
 

ხირომასაჟი

მასაჟი სრულდება განსაკუთრებული ტექნიკის გამოყენებით და საშუალებას იძლევა უფრო სრულყოფილად მოხდეს ზემოქმედება კუნთოვან, სახსროვან, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე. ეს სასიამოვნოდ მომადუნებელი პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის სტრესული დაძაბულობისა და დაღლილობის მოხსნას. 
 

ნეიროსედაციური მასაჟი 

ნერვულ-კუნთოვან სისტემაზე ღრმა ზემოქმედების მეთოდიკა, რომლის ძირითადი ამოცანაა სტრესულ სიტუაციებთან ბრძოლა. ამ სახის მასაჟით შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა და ღრმა რელაქსაციის მდგომარეობის მიღწევა.
 

თავის მასაჟი

აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აქვს ნეიროსედაციური და ზოგადად დამამშვიდებელი  ზემოქმედება.
 

ვაკუუმ თერაპია

ვაკუუმ თერაპია სათავეს იღებს ძველ ეგვიპტურ, ჩინურ და ახლო აღმოსავლეთის კულტურებში. მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორისაა: ტკივილის კუპირება, რელაქსაცია, დეტოქსიფიცაკია და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.
 

მარილის ოთახი

მარილის ოთახი შესანიშნავი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ჰალოთერაპია ასევე ამცირებს დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედებას სასუნთქ სისტემაზე.
 

არომათერაპია

არომატულ ეთერზეთებს, რომლებიც უნიკალური მცენარეებისგან მზადდება, მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნიათ. მათი ზუსტი დოზებით გამოყენება იწვევს განწყობის მყისიერ ამაღლებას, გარემოსთან სრული ჰარმონიზაციის შეგრძნებას. არომათერაპია დეპრესიის, უძილობის, ღამის კოშმარების, ნერვული დაძაბულობის, უმიზეზო შიშის, ზოგადი სისუსტის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.