მოძრაობის თავისუფლება

კინეზოთერაპიული ველნესი მათთვისაა, ვისაც სურს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს მოძრაობის სიმსუბუქე, ჯანმრთელი სახსრები და ხერხემლის ელასტიურობა.

ძვალ-სახსროვანი ველნესი 21-ე საუკუნეში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მჯდომარე ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანია, უკვე ახალგაზრდა ასაკში უქმნის საფრთხეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შინაგანი ორგანოების სწორ ფუნქციონირებას. ხერხემლისა და წელის ტკივილი ქრონიკულ ხასიათს იღებს, რაც უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხსა და ფიზიკური აქტივობების ეფექტიანობაზე.

პროგრამა გართულებების პრევენციაზეა ორიენტირებული, რაც ვარჯიშებისა და პროცედურების სპეციალური კომპლექსით მიიღწევა. დეკომპრესიული კინეზოთერაპია  ამცირებს სახსრების დაავადებების რისკს, აქრობს ტკივილს ზურგისა და წელის არეში. ინდივიდუალურად შერჩეული მანუალური და ფიზიოთერაპიული პროცედურები აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას, რის შედეგადაც მუდმივი დისკომფორტი ქრება, ორგანიზმის ფიზიკური პოტენციალი კი საგრძნობლად იზრდება.
 

ორკვირიან პროგრამაში შედის:

  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
  • ორგანიზმის შემადგენლობის შესწავლა
  • თერმოგრაფია 
  • დეკომპრესიული კინეზოთერაპიის სეანსი - 6
  • ინდივიდუალურად შერჩეული მანუალური და/ან ფიზიოთერაპიული პროცედურა - 6
     

ერთთვიან პროგრამაში შედის:

  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
  • ორგანიზმის შემადგენლობის შესწავლა
  • თერმოგრაფია 
  • დეკომპრესიული კინეზოთერაპიის სეანსი - 12
  • ინდივიდუალურად შერჩეული მანუალური და/ან ფიზიოთერაპიული პროცედურა - 12

 

ხანგრძლივობა: 6–12 დღე

ფასი: 6 დღე — 759 ლარი, 12 დღე — 1,347 ლარი