ვითვალისწინებთ რა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დროებით ვწყვეტთ მუშაობას.
ჩვენ დავბრუნდებით! ✌ ბიოლი

ჯანმრთელობის რესურსების მართვა

ველნეს პროგრამის მიზანი უჯრედულ დონეზე დაავადებების რისკ-ფაქტორების წინასწარი გამოვლენა, ჯანმრთელობის რესურსების მართვა და მათი ფუნქციური გაუმჯობესებაა.

ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას საკუთარი, შეზღუდული რესურსი გააჩნია. ახალგაზრდობის გახანგრძლივებისა და დაავადებების პრევენციისთვის ამ რესურსების სწორ მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ბიოლის მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდი ჯანმრთელობის რესურსების შესაფასებლად ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს და გაჯანსაღების ინდივიდუალურ სტრატეგიას ქმნის.

პროგრამის შედეგად მცირდება მძიმე, ქრონიკული დაავადებების რისკები, მაქსიმალურად იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი, ხდება უჯრედების განახლება, რაც ორგანიზმის სრულ რევიტალიზაციას უწყობს ხელს. პროგრამის გავლის შედეგად მიღებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, აღმოაჩინოთ და მუდმივად აკონტროლოთ ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ცხოვრების მაღალი ხარისხის გარანტიაა.

ხანგრძლივობა: 7 - 14 დღე

ფასი: 7 დღე - 8,617 ლარი, 14 დღე - 16,373 ლარი

(პროგრამის დაჯავშნისას იღებთ 20%-იან ფასდაკლებას განთავსებაზე)