პროგრამა "ინტრო"

ბიოლი ინტრო ორდღიანი, გაცნობითი ხასიათის პროგრამაა. მისი მიზანი ჯანმრთელობის უჯრედის დონეზე შეფასება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. დიაგნოსტიკასთან ერთად, პროგრამა სხვადასხვა სახის ველნეს აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებას და სტუმარს ჯანსაღი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

ჯანმრთელობის შეფასება უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე დაავადებების წინასწარ დიაგნოსტირებას და ფსიქოლოგიურ ტესტირებას მოიცავს. მიკრო- და მაკროანატომიური, ფუნქციური და ფსიქო-ემოციური სტატუსის დადგენა ფიტნეს დიაგნოსტიკასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევაფასოთ თქვენი ორგანიზმის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ბიოლის სამეცნიერო გუნდი დეტალურად გაცნობთ დიაგნოსტიკის შედეგებს და გაძლევთ რეკომენდაციებს ოპტიმალურ კვებასა და ფიზიკურ აქტივობებთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის საფუძველზე იქმნება გაჯანსაღების გეგმა, რომელიც თქვენი მთავარი სახელმძღვანელოა ჯანმრთელობის რისკების შემცირებისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავებისთვის.

ხანგრძლივობა: 2 დღე

ფასი: 1,734 ლარი

(პროგრამის დაჯავშნისას იღებთ 20%-იან ფასდაკლებას განთავსებაზე)