პრემიუმ "განახლება"

ველნეს პროგრამის მიზანი ორგანიზმის სრული რევიტალიზაცია და სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდაა.

ანამნეზის და დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე შექმნილი პერსონალური პროგრამა მიმართულია უჯრედულ დონეზე არსებული დარღვევების კორექციისა და ჯანმრთელობის აღდგენისაკენ.

კომპლექსური ველნეს თერაპიის შედეგად უმჯობესდება სტრესის/დაავადებ(ებ)ის შედეგად კომპრომეტირებული ფიზიკური და მენტალური სტატუსი, მეტაბოლიზმი და ენერგეტიკული ბალანსი, საერთო თვითშეგრძნება; იზრდება შრომისუნარიანობა.

ინდივიდუალურად შერჩეული ველნეს პროცედურები და სამკურნალო ფიტორესურსებით მდიდარი რაციონი ხელს უწყობს სხეულიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ეფექტურად ანეიტრალებს მედიკამენტური თერაპიის უარყოფით შედეგებს.

იონიზირებული მთის ჰაერი ასუფთავებს სასუნთქ სისტემას, ხოლო ინფუზიური თერაპია  ამაღლებს ორგანიზმის რეზისტენტულობას ვირუსული და ინფექციური დაავადებების მიმართ.

პროგრამა ორგანიზმს თვითგაჯანსაღებაში ეხმარება, რაც სასიცოცხლო პოტენციალის სრულად აღდგენის საშუალებას იძლევა.

  • პროგრამაში შედის სამჯერადი ველნეს კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით, ასევე საკვები დანამატები და მელატონინი საჭიროების შემთხვევაში

 

კონსულტაციები

  • ექიმის კონსულტაცია
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია
  • ნევროლოგის კონსულტაცია

დიაგნოსტიკა

  • ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საერთო ანალიზი, С რეაქტიული ცილა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, კოაგულოგრამა, D ვიტამინი, B12, Mg)
  • ჯანმრთელობის რესურსების სრული დიაგნოსტიკა (შენიშვნა: 3 დღიან პროგრამაზე არ ტარდება გულის და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით კვლევები, არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი, თერმოგრაფია)
  • პოლისომნოგრაფია

პროცედურები

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • ფიტო აბაზანა
  • წყლის ველოსიპედი
  • რემინერალიზირებადი აბაზანა
  • სხეულის ველნეს შეფუთვები
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • კოლხური მასაჟი
  • სხეულის პილინგი
  • თავ-კისრის მასაჟი
  • ხირომასაჟი
  • ნეიროსედაციური მასაჟი
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია / სახსროვანი ვარჯიშები
  • ჰალოთერაპია
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია
  • იმპულსური მაგნიტოთერაპია
  • ანტიოქსიდაციური თერაპია (თიოგამა)
  • OPL
  • ღვინის აბაზანა არომათერაპიით — Calm & Rebalance
  • ფიტო-დეტოქსის კოქტეილი Vital Energy
  • ბიო-ყურძნის ანტიოქსიდაციური ნაყენები
  • არტ-თერაპიის სეანსი

ხანგრძლივობა: 7–14 დღე

ფასი: 7 დღე — 9,116 ლარი, 14 დღე — 17,289 ლარი