სტრესის მენეჯმენტი

ველნეს პროგრამის მიზანი სტრესის შედეგების განეიტრალებაა. მისი დასრულების შემდეგ, თქვენ გაზრდილი ენერგეტიკული და ფიზიკური რესურსი გაქვთ ახალი, სრულფასოვანი ცხოვრების დასაწყებად.

ველნეს პროგრამის გავლის შედეგად შესამჩნევად მაღლდება სასიცოცხლო ტონუსი და შრომისუნარიანობა. ფიზიკური თერაპია ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის გამაგრებას. ენდემური ფიტორესურსებით გამდიდრებული კვების რაციონი ორგანიზმში აღდგენით პროცესებს ააქტიურებს და წმენდს ორგანიზმს. ტოქსინებისგან და მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებული სხეული ქრონიკულ დაღლილობას ეფექტურად უმკლავდება. სარელაქსაციო სპა პროცედურები და ფიზიკური აქტივობები, რომლებიც მთის გამაჯანსაღებელ ჰაერზე ტარდება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ემოციურ ფონს.

სტრესის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება კომპლექსური მიდგომით ხდება. ორგანიზმის სრული გადატვირთვა ჰარმონიისა და სიმშვიდის განცდას განიჭებთ, რაც გარე სტრეს-ფაქტორებთან ბრძოლაში წარმატების მიღწევის გარანტიაა.

ხანგრძლივობა: 7 - 14 დღე

ფასი: 7 დღე - 3,756 ლარი, 14 დღე - 7,137 ლარი

(პროგრამის დაჯავშნისას იღებთ 20%-იან ფასდაკლებას განთავსებაზე)