წონის მენეჯმენტი

პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, სხეულის ოპტიმალური წონა ჰქონდეს და მის შესანარჩუნებლად საჭირო ჩვევები შეიძინოს.

პროგრამა რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:
•    ჭარბი წონა
•    არასწორი კვებითი ჩვევები
•    ცხოვრების მჯდომარე წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა
•    ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
•    შეშუპებისკენ მიდრეკილება
•    გაძლიერებული მადა, სტრესის პირობებში საკვების ჭარბი დოზით მიღების ჩვევა
•    სუსტი კუნთოვანი სისტემა და მუცლის პრესი

პროგრამა აერთიანებს ბიო-ლიპოლიზის საავტორო მეთოდს და პერსონალიზებულ გეგმას, რომელიც სხეულის კომპოზიციის და მეტაბოლური ცვლის გათვალისწინებით იქმნება. ინტეგრირებული მიდგომა სწორი რაციონის და ფიტნეს პროფილის შედგენას, აპარატურულ და ველნეს პროცედურებს მოიცავს. ვიწრო სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ხდება საჭირო უნარების გამომუშავება, რომლებიც აუცილებელია ხილვადი და ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად.

პროგრამის გავლის შემდეგ, სტუმარი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს კონსულტაციას მთავარი სპეციალისტისგან, რაც მას ყოფითი და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაში დაეხმარება.

პროგრამის გავლის შედეგად მიიღწევა:

•    მეტაბოლიზმის ოპტიმიზაცია და მეტაბოლური სინდრომის ეფექტური პრევენცია
•    ლიპოლიზი, სხეულის წონის და პარამეტრების შემცირება
•    სხეულის კუნთოვანი სისტემის გაძლიერება
•    კანის გამკვრივება
•    ცელულიტის შემცირება
•    ემოციური განწყობის ამაღლება
•    ჯანსაღი კვების და სწორი ფიზიკური აქტივობის უნარების გამომუშავება
•    ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
 

ხანგრძლივობა: 7 - 14 დღე

ფასი: 7 დღე - 6,487 ლარი, 14 დღე - 12,357 ლარი