პროგრამები

სტრეს-ფაქტორები, რომლებიც ოქსიდაციურ პროცესებს ასტიმულირებს, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ოქსიდაციური, ანუ ჟანგვითი პროცესი უჯრედის თვითაღდგენის უნარს ასუსტებს, რასაც ორგანიზმი ნაადრევ დაბერებამდე მიჰყავს. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება მთელი რიგი სერიოზული დაავადებების გაჩენის შესაძლებლობა.

ბიოლის ყველა პროგრამა ორიენტირებულია ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაზე, რაც, თანამედროვე სამეცნიერო თვალსაზრისით, დაავადებებისა და ნაადრევი დაბერების საუკეთესო პრევენციად მიიჩნევა.

შესაბამისი პროგრამის შერჩევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო დიაგნოსტიკას, რომელიც ბიოლში უნიკალური მეთოდებით ტარდება. პირველ რიგში, უჯრედულ დონეზე ხდება ოქსიდაციური სტატუსის შეფასება და განისაზღვრება ორგანიზმში ტოქსინების რაოდენობა, ასევე, დგინდება სხეულში სითხის, ცხიმის, კუნთოვანი მასისა და მინერალური კომპონენტების შემადგენლობა. აღნიშნული დიაგნოსტიკისა და ანამნეზის საფუძველზე კი, სამედიცინო ჯგუფი ზუსტად განსაზღვრავს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც ინდივიდს გაჯანსაღებისთვის ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, იგეგმება კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც აერთიანებს ფიზიკურ აქტივობებს და სხვადასხვა ტიპის პროცედურებს. ისინი, ფუნქციონალური კვების რაციონთან ერთად, ოქსიდაციური სტრესის მოხსნისკენაა მიმართული.

ბიოლი სტუმრებს ოთხი სახის პროგრამას სთავაზობს:

ბიოლი ინტრო გაცნობითი სახის პროგრამაა, რომელიც სრულ დიაგნოსტიკასთან ერთად, ბიოლის სამედიცინო ჯგუფის მიერ ცხოვრების სტილის კორექციისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებას გულისხმობს. სტუმარს უტარდება ველნეს პროგრამებიდან აღებული პროცედურები, რომლებიც საერთო სტრესის მოხსნისკენაა მიმართული.

„ანტისტრესი“, „დეტოქსი“ და „ქრონიკული დაღლილობის მართვა“ ხანგრძლივი ველნეს პროგრამებია, რომელთა მთავარი ამოცანაც კონკრეტული სტრეს-ფაქტორების მოხსნაში მდგომარეობს.

ინდივიდუალური დიაგნოსტიკის საფუძველზე, ასევე პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, შესაძლებელია რეკომენდაცია გაიცეს მის მოდიფიცირებაზე ან ხანგრძლივობის შეცვლაზე. გარკვეულ შემთხვევებში, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, დგება კომბინირებული სახის პროგრამებიც.