მეტაბოლიზმი

დიაგნოსტიკის შედეგად ცხიმის, ცილის, სითხის და მინერალების ცვლის დარღვეული ბალანსის გამოვლენა ხდება. არაინვაზიური, ინოვაციური მეთოდების გამოყენება საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ სხეულის შემადგენლობის 50-მდე პარამეტრი და ზუსტად განვსაზღვროთ უჯრედებში 20 სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტისა და 14 ტოქსიკური მიკროელემენტის შემცველობა. 

უნიკალური დიაგნოსტიკური ალგორითმი მეტაბოლური სინდრომის არსებობას აფასებს. აღნიშნულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეტაბოლური პროცესების მართვასა და წონის მენეჯმენტში.
 

  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
  • ორგანიზმის შემადგენლობის შესწავლა 
  • მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შესწავლა - Oligoscan / სპექტრომეტრია
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოდ
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა ჭამის ან ხსნარის მიღების შემდეგ
  • ლიპიდური სპექტრი
  • ინსულინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში

პაკეტის ღირებულება: 927 ლარი