წონის ექსპერტიზა

„წონის ექსპერტიზა“ ინოვაციური დიაგნოსტიკის მეშვეობით იძლევა ზუსტ მონაცემებს თქვენი ჯანმრთელობის რესურსების, ნივთიერებათა ცვლის, ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის შესახებ.

წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციების და ტესტირების შედეგების საფუძველზე  კვების და ფიზიკური აქტივობის ინდივიდუალური პროგრამა იქმნება, ასევე შეირჩევა სამკურნალო მცენარეების და საკვები დანამატების ფორმულა.

პერსონალიზებული გეგმა დაგეხმარებათ წონის შემცირებაში, ჯანმრთელობის რესურსების გაზრდასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში.

 

პაკეტში შედის:

  • ველნეს ექსპერტის და ექიმი ენდოკრინოლოგის ერთობლივი კონსულტაცია — 45 წუთი
  • კინეზიოთერაპევტის კონსულტაცია — 15 წუთი
  • სამედიცინო თერმოგრაფიის მეთოდით ორგანიზმის მდგომარეობის შეფასება — 10 წუთი
  • ბიოიმპედანსომეტრია - სხეულის შემადგენლობის ანალიზი — 15 წუთი
  • ორგანიზმში მიკროელემენტების და მძიმე მეტალების  განსაზღვრა — 10 წუთი
  • ველოერგომეტრული ტესტი — 15 წუთი
  • ფლექსომეტრია — 10 წუთი

 

ხანგრძლივობა: 2 საათი 15 წუთი

პაკეტის ღირებულება: 846 ლარი