პროექტის ავტორი

პროექტის ავტორის შესახებ

პროექტის ავტორს და სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლი“-ს დამფუძნებელს — თამაზ მჭედლიძეს, ყოველთვის ექიმობა სურდა. სამედიცინო საქმიანობით მისი შორეული წინაპრები, შემდეგ კი ბებია და დედა იყვნენ დაკავებული. სწორედ მათ შთააგონეს, რომ ადამიანების დახმარება ცხოვრებაში ყველაზე ღირსეული პროფესიაა.

სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თამაზ მჭედლიძე წარმატებული ექიმი გახდა.

1991 წლის სექტემბერში მჭედლიძემ თავისი პირველი კლინიკა გახსნა. დღეს მისი კლინიკების სისტემა MEDI ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო კომპანიაა რუსეთში, რომელიც სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის პრემიუმ-სეგმენტში 25 კლინიკას აერთიანებს.

მისი ჯგუფი ოთხასამდე პროფესიონალი ექიმისგან - სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის ექსპერტებისგან შედგება. MEDI-ს სისტემაში წარმატებით მუშაობს დიპლომისშემდგომი განათლების პირველი კერძო ინსტიტუტი, სადაც ყოველწლიურად 3 ათასზე მეტი სამედიცინო სპეციალისტი იღებს განათლებას.

თავად მჭედლიძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მრავალი სამეცნიერო სტატიის, მონოგრაფიის, გამოგონების ავტორი, ჯანდაცვის ორგანიზებისა და სამედიცინო მენეჯმენტის კათედრის პროფესორი, სახელობითი პოპულარული სამედიცინო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი გახლავთ.

უდიდესმა შრომამ მას წარმატება და სიმდიდრე მოუტანა, თუმცა, მუდმივ სტრესში ყოფნის შედეგად, თამაზ მჭედლიძის წონა თითქმის 170 კგ-ის ნიშნულს მიუახლოვდა. ერთხელ, სასწორზე დადგომისას, მან გააცნობიერა, რომ არ აქვს მორალური უფლება, სხვებს ჯანმრთელობაზე ესაუბროს, როდესაც თვითონ ჯანმრთელი არ არის და გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა საკუთარი თავი. სპეციალისტების ჯგუფის დახმარებით, მან გაჯანსაღების სპეციალური სისტემა და იდეოლოგია შეიმუშავა.

თითქმის ერთ წელიწადში მჭედლიძემ წონის ნორმალიზება მოახდინა და ის 74 კგ-ით შეამცირა. ექიმმა არა მხოლოდ ორგანიზმი გაიჯანსაღა, არამედ დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა და იმავე წელს იალბუზის მწვერვალზე (5,642 მ) ავიდა.

პროექტის ავტორისგან

უჯრედი კეთილდღეობის საზომი ერთეულია იმ ურთულეს ბიოსისტემაში, რომელსაც „ადამიანი“ ეწოდება. ჩვენი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი უჯრედების ჯანმრთელობასთან. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სრულყოფილად შეასრულებს თავის ფუნქციებს ჩვენი ორგანოები (ტვინი, გული, ღვიძლი და სხვა დანარჩენი), აგრეთვე სხეულის სისტემები (ნერვული, იმუნური, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი და სხვა). ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თითოეულ ადამიანს ჯანმრთელობის საკუთარი რესურსი გააჩნია. ამ რესურსების გამოვლენა და ეფექტური მართვა ბიოლის სპეციალისტების მთავარი მიზანია.

ბიოლის სამედიცინო ჯგუფმა ორიენტირება კეთლდღეობის მთავარ ფაქტორზე - უჯრედების სიჯანსაღეზე გადაწყვიტა, ჯანმრთელობის ინდივიდუალური რესურსების გამოვლენა და მათი მართვა კი მთავარ ამოცანად აქცია.

შესაბამისი დიაგნოსტიკის ჩატარების შემდეგ, ჩვენი სპეციალისტები ჯანმრთელობის ინდივიდუალურ რესურსებს, უჯრედებისთვის და მთლიანი ორგანიზმის კეთილდღეობისთვის არსებულ გარე და შიდა საფრთხეებს განსაზღვრავენ. ამ სფეროს უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, სამეცნიერო ჯგუფი ჯანმრთელობის რესურსების ეფექტური მართვის, მათი გაჯანსაღების, საფრთხეებისა და რისკების აღმოფხვრის ინდივიდუალურ პროგრამას შეიმუშავებს.

უჯრედულ ჯანმრთელობაზე მუშაობა გარკვეულ ბიოკლიმატურ პირობებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი საშუალო მთის კლიმატურ ზონაში - კოჯორში შეიქმნა.

ჰაერი, წყალი, საკვები, ფიზიკური აქტივობა და მენტალური მდგომარეობა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც გავლენას ახდენს უჯრედების ფუნქციონირების ხარისხზე და შესაბამისად, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ჰაერის გარეშე ჩვენი უჯრედები სულ რამდენიმე წუთში იღუპებიან. ამავდროულად, მთის გამაჯანსაღებელ ჰაერს საუკეთესო სტრუქტურა გააჩნია იმუნიტეტისა და ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების სტიმულირებისათვის.

მთის კურორტის პირობებში წყლის ბალანსი უფრო სწრაფად და მარტივად აღდგება, რაც საგრძნობ შედეგებს იძლევა მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებისა და წონის რეგულირების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებს, მის სტრუქტურას, საკვები პროდუქტების თავსებადობას, ხარისხს, ეკოლოგიურობას და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოში პროდუქტებს ნამდვილი გემო აქვს, ენდემური სამკურნალო ბალახები კი მათ განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით ამდიდრდებს.

ბიოლში ფიზიკური აქტივობა დეკომპრესირებადია (განმტვირთავი) და სახსრებისა და ზოგადად, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციას აუმჯობესებს. მთის გამაჯანსაღებელი ჰაერის ზეგავლენით ბევრად უკეთეს შედეგებს ვიღებთ. სწორედ ამ მიზეზით ავარჯიშებენ სპორტსმენებს საშუალო მთის კლიმატურ ზონაში.

ადამიანის მენტალურ კეთილდღეობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედული  და ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. სტრესის მოხსნა, ორგანიზმის ძალების განახლება, ჯანსაღი ძილის მოთხოვნილების დაკმაყოფილება დღეს ბევრისთვის პრობლემას წარმოადგენს და მისი აქტუალობა დღითიდღე იზრდება. ბიოკლიმატური უპირატესობების და პოზიტიური ფსიქოლოგიის მეთოდების, სპეციალური სამედიცინო პროცედურების, არტ-თერაპიის სხვადასხვა ფორმების გამოყენება გაჯანსაღების პროცესს შესამჩნევად აადვილებს. ინდივიდუალური ექსკურსიები, მაღალპროფესიული და კეთილგანწყობილი პერსონალი, ორიგინალური არქიტექტურული და დიზაინერული გადაწყვეტილებები, შესანიშნავი პანორამული ხედები, მზიანი დღეები და კრისტალურად სუფთა მთის ჰაერი განწყობას ამაღლებს და სტუმარს დადებითი ემოციებით ავსებს.

მე, როგორც მდიდარ ადამიანს, შემეძლო ნებისმიერ ადგილზე ამეშენებინა საკუთარ იდეოლოგიაზე მორგებული კურორტი. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, ვცდილობ ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო. სწორედ ამიტომ, ჩემს გუნდთან ერთად, სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი, სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ლოკაციაზე გავაშენე.

ბიოლი შევქმენი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს შვილთაშვილებს სრულიად ჯანმრთელი და საღი გონებით მოესწროს! როგორც პროექტის ავტორი, მე თავად ვცხოვრობ ბიოლის ტერიტორიაზე და თქენთვის მისი მაღალი ხარისხის გარანტს წარმოვადგენ.