
ჯანმრთელობის რესურსები
ჯანმრთელობის რესურსების დიაგნოსტირება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციური შეფასებით ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიაგნოსტიკა უჯრედულ დონეზე დაავადებების წინასწარ დიაგნოსტირებას მოიცავს.
მიკრო- და მაკროანატომიური, ფუნქციური და ფსიქო-ემოციური სტატუსის დადგენა გვეხმარება, შევაფასოთ თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის რესურსები. ექსკლუზიური ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია წინასწარ გამოვლინდეს ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორები, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვახდინოთ ასზე მეტი დაავადების და ნაადრევი დაბერების პრევენცია.
- ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
- ოქსიდაციური სტატუსის შეფასება
- სპექტრომეტრია - მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
- თერმოგრაფია
- სხეულის შემადგენელი ქსოვილოვანი კომპონენტების პროპორციის დიაგნოსტიკა
- ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება - Venoscreen
- არტერიოგრაფია - სისხლძარღვების ელასტიურობის განსაზღვრა
- გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი - HRV
- ფლექსომეტრია
- ველოერგომეტრული ტესტი
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია *
- ელექტროკარდიოგრამა - ECG *
- ექოკარდიოგრაფია - გულის ულტრაბგერითი კვლევა *
* არ შედის პროგრამაში "ინტრო"