სახის კანი
სახის კანის დიაგნოსტიკის შედეგად შესაძლებელია როგორც კანის სტრუქტურის შესწავლა, ასევე ზედაპირულ და ღრმა შრეებში არსებული სხვადასხვა პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა.
ინოვაციური მეთოდი საშუალებას გვაძლევს 6 სხვადასხვა რეჟიმში შევაფასოთ კანის სხვადასხვა პარამეტრი: კანის მიკრორელიეფი, ელასტიურობა, პიგმენტაცია, ცხიმოვანი ჯირკვლების მდგომარეობა, სისხლძარღვოვანი სურათი, კოლაგენის დეფიციტი. დიაგნოსტიკის შედეგად შესაძლებელია სწორად დავგეგმოთ სახის მოვლითი პროცედურები და მოვახდინოთ დინამიკაში დაკვირვება.