Well-Skin

“Well-Skin” ხანმოკლე დროში უზრუნველყოფს კანის ხანგრძლივ დატენიანებას, რაც მისი სიჯანსაღისა და სილამაზის მთავარი წინაპირობაა. ერთდღიანი პაკეტი რეკომენდებულია გაუწყლოებული კანისთვის.

პროცედურებში გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ნატურალური კომპონენტები: ქართული სამკურნალო მცენარეების ნაყენები, ასევე წიპწა და მისი ზეთი, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა.

თქვენი კანის დატენიანებასა და ტონუსის ამაღლებაზე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი იზრუნებს, რომელსაც ესთეტიკურ მედიცინაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

 

პაკეტში შედის:

  • ექსპრეს კონსულტაცია — 10 წუთი
  • ბიოლის საფირმო ქართული ფიტო ჩაი
  • ტანის პილინგი წიპწით — 20 წუთი
  • შეფუთვა სამკურნალო მცენარეებზე დაყენებული წიპწის ზეთით — 20 წუთი
  • სახის კოსმეტიკური მასაჟი — 30 წუთი
  • ფიტოაბაზანა  დამატენიანებელი — 30 წუთი
  • სახის ფიტო კომპრესი (კეთდება პარალელურად) — 15 წუთი

 

ხანგრძლივობა: 2 საათი 15 წუთი

პირველი ვიზიტის შემთხვევაში 10% ფასდაკლება

პაკეტის ღირებულება: 674 ლარი