ვითვალისწინებთ რა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დროებით ვწყვეტთ მუშაობას.
ჩვენ დავბრუნდებით! ✌ ბიოლი

პროგრამები

ბიოლი - უნიკალური ადგილია, სადაც ორგანიზმის უჯრედულ დონეზე გაჯანსაღება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მართვა შეგიძლიათ.

უახლესი ტექნოლოგიები, თანამედროვე მედიცინის მიღწევები და ქართული ველნეს ტრადიციები, ენდემურ ფიტორესურსებთან ერთად, მძლავრ კომბინაციას ქმნის, რომელსაც პრევენციულ მედიცინაში ანალოგი არ აქვს.

მთის სამკურნალო ჰაერი, ფიტორესურსებით მდიდარი მენიუ, გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობები და უნიკალური პროცედურები სულ რამდენიმე დღეში აგავსებთ ენერგიით და სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებთ.

ბიოლის სამეცნიერო გუნდის მიერ პერსონალურად თქვენთვის შექმნილი ველნეს გეგმა დაგეხმარებათ წარმატებით გაუმკლავდეთ სტრეს-ფაქტორებს, რომლებიც ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ჯანმრთელობის რისკების დროულად აღმოჩენა აღნიშნულ გეგმას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ეს საშუალებას მოგცემთ, საუკეთესო თვითშეგრძნების და მენტალური კეთილდღეობის შენარჩუნება ღრმა სიბერემდე შეძლოთ.