წესები და პირობები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება დამუშავდეს ინფორმაცია თქვენს შესახებ შპს მედგრუპ ჯორჯიას (შემდგომში, მედგრუპ ჯორჯია ან „ჩვენ“) მიერ.

მედგრუპ ჯორჯია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად, სრულად, ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

 

1. ინფორმაციის შეგროვება

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს თქვენს შესახებ იმისათვის, რომ მივიღოთ თქვენი შეკვეთა, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ მომსახურება. ინფორმაცია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება თქვენგან მოვითხოვოთ, შევაგროვოთ და დავამუშავოთ, არის:

  • სახელი და გვარი;
  • ელ-ფოსტა;
  • ქალაქის და მობილური ტელეფონის ნომრები;
  • დაბადების თარიღი;
  • საცხოვრებელი ადგილი, ქალაქი, ქვეყანა;
  • საპასპორტო მონაცემები;
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელ-ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

 

2. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება

მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება და გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი აპლიკაციის განსახილველად (მომსახურების გასაწევად), მათ შორის:

  • თქვენი იდენტიფიკაციისთვის;
  • თქვენთან დასაკავშირებლად;
  • მომსახურების ხარისხის ანალიზისა და გაუმჯობესებისთვის.

მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენს ტელეფონის ნომერსა და ელ-ფოსტაზე ჩვენი სიახლეებისა და შეთავაზებების  გამოსაგზავნად.

 

3. Cookies-ის (ქეშირებული ინფორმაციაგამოყენება

Cookies ფაილები შესაძლოა გამოყენებული იქნას თქვენი ვებ-სერვერიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად. Cookies ფაილები მოიცავს ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა შენახული იყოს თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

Cookies არ შეიცავს პირად ინფორმაციას, ისინი შეიცავს მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე შემოსვლის სტატისტიკურ მონაცემებს. ეს ინფორმაცია გვეხმარება ვებგვერდის/ მომსახურების გაუმჯობესებაში.

თუ არ გსურთ, Cookies ფაილების ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ, გაწმინდოთ თქვენი ბრაუზერის ინფორმაცია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ cookies ფაილების წაშლის შემთხვევაში, შესაძლოა, სრულად ვერ დაათვალიეროთ ვებ-გვერდი და გამოიყენოთ მისი ყველა ფუნქცია.

 

4. ინფორმაციის შენახვა

ინფორმაცია შენახული იქნება ჩვენს დაცულ სერვერებზე; ჩვენს სერვერზე ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა კოდირებული იქნება თქვენი უსაფრთხოებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაციის ონლაინ გაცვლა არ არის სრულიად უსაფრთხო და არსებობს მცირე შანსი, რომ დაცული ინფორმაცია გარკვეული რისკის ქვეშ მოექცეს.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ გაცემულ ნებისმიერ ინფორმაციაზე; გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ არ გაამჟღავნოთ პაროლები და სხვა მონაცემები.

 

5. უსაფრთხოება

ჩვენ მივმართავთ ყველა საშუალებას ამ ვებ-გვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემების შესანახად და დასაცავად გამოიყენება SSL (Secure Socket Layer) ტექნოლოგიები. SSL არის პირადი მონაცემების და საკრედიტო ბარათების კოდირების სტანდარტული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტით მათ უსაფრთხო გადაცემას.

ონლაინ გადახდა იწარმოება თიბისი ბანკის უსაფრთხო გადახდის სისტემით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, არ გავამჟღავნოთ საკრედიტო ბარათების ნომრები და შესაბამისად, დავიცვათ თქვენი კონფიდენციალურობა.

 

6. ინფორმაციის გამჟღავნება

მესამე პირს თქვენს შესახებ ინფორმაცია გადაეცემა:

  • საკრედიტო ან ნებისმიერი სხვა გადახდის ბარათის დამოწმება/შემოწმებისათვის; 
  • ადმინისტრაციული და კანონიერი მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად და ასევე, დანაშაულის პრევენციისა და გაცხადებისთვის.

 

7. ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

მომავალში ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შესული ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ ვებ-გვერდზე.

 

ნომერში შესვლა/გამოსვლა

ველნეს კურორტ ბიოლში, ნომერში შესვლის დრო არის 15:00, ხოლო გამოსვლის — დღის 12:00.

დროზე ადრე ჩამოსვლა დილის 06:00 საათამდე: ნომრის საფასურის 100%.

დროზე ადრე ჩამოსვლა დილის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე: ნომრის საფასურის 50%.

დროზე ადრე ჩამოსვლა დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე: ნომრის საფასურის 30%.

 

ჯავშნის გაუქმება

გაუქმება უნდა მოხდეს ჯავშნის თარიღამდე 72 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით 1 ღამის საფასურით. ჯავშნის გაუქმების შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში ჩაწერეთ „ჯავშნის გაუქმება“. შეტყობინებაში დაფიქსირებული უნდა იყოს:

  • ჯავშნის დასტურის ნომერი;
  • სტუმრის სახელი/გვარი.

 

გამოუცხადებლობა

გამოუცხადებლობა ეხება სტუმრებს, რომლებსაც დაჯავშნილი აქვთ ნომერი ან კოტეჯი ბიოლში, ასევე მათ, ვინც არ გამოცხადდება ჯავშნის დღეს და არ წარმოადგენს გაუქმების შესაბამის შეტყობინებას გამოცხადების თარიღამდე 72 საათით ადრე. გამოუცხადებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, 1 ღამის საფასური.

 

გადახდა

ჯავშნის დასადასტურებლად, სრული საფასურის, მათ შორის: საცხოვრებლის, პროგრამების, მკურნალობის და/ან მოთხოვნილი მოსახურებების 50% ჩამოიჭრება წარმოდგენილი საკრედიტო/სადებეტო ბარათიდან, ან გადაიხდება საბანკო გადარიცხვით. ნომრიდან გასვლისას, თქვენი საკრედიტო ბარათიდან ჩამოიჭრება ჯამური ღირებულებიდან დარჩენილი თანხა.

 

ცხოველებთან დაკავშირებული პოლიტიკა

10 კილოგრამს ზემოთ ცხოველები არ არიან დაშვებული კურორტზე.

10 კილოგრამამდე ცხოველები დაშვებულები არიან მხოლოდ კოტეჯსა და გარე ტერიტორიაზე. თუმცა, არ არიან დაშვებულნი რესტორნისა და კურორტის შიდა სივრცეებში.

10 კილოგრამამდე ცხოველები კურორტის გარე ტერიტორიაზე უნდა იყვნენ დაბმულ მდგომარეობაში, პატრონის სრული მეთვალყურეობის ქვეშ.

 

მოწევასთან დაკავშირებული პოლიტიკა

მოწევა მკაცრად აკრძალულია ყველა ოთახში და დახურულ ტერიტორიაზე. ნომერში მოწევა აკრძალულია უსაფრთხოების მიზნით და არამწეველი სტუმრების მიმართ პატივისცემით. სტუმრებს შეუძლიათ მოწევა აივნებსა და ვერანდაზე.

 

ბავშვების შესახებ პოლიტიკა

6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან პრემიუმ კოტეჯში და გრანდ პრემიუმ კოტეჯში, იმ პირობით, რომ ისინი მშობლის ან ძიძის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

 

ბავშვები 7-დან 12 წლამდე, თუ ისინი არსებულ საწოლებს იყენებენ, ღირებულება გახლავთ 25$.

ბავშვები 13 წლიდან, თუ ისინი არსებულ საწოლებს იყენებენ, ღირებულება გახლავთ 50$.

 

მინიმალური ასაკობრივი ზღვარი ველნეს პროგრამაში მონაწილეობისთვის

ველნეს პროგრამაში მონაწილე ყველა სტუმარი უნდა იყოს 14 წლის და ზემოთ. სტუმრებზე, რომლებიც კურორტს მხოლოდ დასარჩენად სტუმრობენ, ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება.

 

დამატებითი საწოლი

გასაშლელი საწოლების ღირებულებაა 50$.

 

ქონების დაზიანება

სტუმრები პასუხისმგებელნი არიან სასტუმროს ქონების მათ მიერ, ან მეგობრების, სტუმრების, და მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ადამიანების მიერ დაკარგვასა და დაზიანებაზე.