წონის მენეჯმენტი

პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, სხეულის ოპტიმალური წონა ჰქონდეს და მის შესანარჩუნებლად საჭირო ჩვევები შეიძინოს.

პროგრამა რეკომენდებულია შემდეგი ჩვენებების შემთხვევაში:

  • ჭარბი წონა
  • არასწორი კვებითი ჩვევები
  • ცხოვრების მჯდომარე წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • შეშუპებისკენ მიდრეკილება
  • გაძლიერებული მადა, სტრესის პირობებში საკვების ჭარბი დოზით მიღების ჩვევა
  • სუსტი კუნთოვანი სისტემა და მუცლის პრესი

პროგრამა აერთიანებს ბიო-ლიპოლიზის საავტორო მეთოდს და პერსონალიზებულ გეგმას, რომელიც სხეულის კომპოზიციის და მეტაბოლური ცვლის გათვალისწინებით იქმნება. ინტეგრირებული მიდგომა სწორი რაციონის და ფიტნეს პროფილის შედგენას, აპარატურულ და ველნეს პროცედურებს მოიცავს. ვიწრო სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ხდება საჭირო უნარების გამომუშავება, რომლებიც აუცილებელია ხილვადი და ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად.

პროგრამის გავლის შემდეგ, სტუმარი ორი კვირის განმავლობაში მიიღებს კონსულტაციას მთავარი სპეციალისტისგან, რაც მას ყოფითი და ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვაში დაეხმარება.

პროგრამის გავლის შედეგად მიიღწევა:

  • მეტაბოლიზმის ოპტიმიზაცია და მეტაბოლური სინდრომის ეფექტური პრევენცია
  • ლიპოლიზი, სხეულის წონის და პარამეტრების შემცირება
  • სხეულის კუნთოვანი სისტემის გაძლიერება
  • კანის გამკვრივება
  • ცელულიტის შემცირება
  • ემოციური განწყობის ამაღლება
  • ჯანსაღი კვების და სწორი ფიზიკური აქტივობის უნარების გამომუშავება
  • ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

 

კონსულტაციები

  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია
  • ექიმ-დიეტოლოგის კონსულტაცია (რაციონის და კვებითი ჩვევების შესწავლა)
  • ჯანსაღი კვების მასტერკლასი
  • ფიტნეს ინსტრუქტორის კონსულტაცია
  • ფსიქოლოგის კონსულტაცია, ტესტირება
  • ექიმ-კოორდინატორის მონიტორინგი

დიაგნოსტიკა

  • თერმოგრაფია
  • სხეულის შემადგენლობის შესწავლა
  • სხეულის პარამეტრების შესწავლა
  • ველოერგომეტრული ტესტი
  • გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი — HRV
  • სპექტრომეტრია
  • არტერიოგრაფია — სისხლძარღვების ელასტიურობის განსაზღვრა
  • ექოკარდიოგრაფია — გულის ულტრაბგერითი კვლევა 
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა უზმოდ
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა საკვების ან ხსნარის მიღების შემდეგ
  • ლიპიდური სპექტრი
  • ინსულინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში

კვება

  • ბალანსირებული ველნეს მენიუ (1300-1400 კკალ დღეში)

ფიტოთერაპია

პროცედურები

ქალებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • კინეზოთერაპია 
  • სკანდინავიური სიარული 
  • წყლის ველოსიპედი
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • სხეულის დერმოტონია
  • ზღვის წყალმცენარეებით შეფუთვა
  • კავიტაცია ან/და სხეულის RF ლიფტინგი (ჩვენების მიხედვით)
  • ანტიცელულიტური მასაჟი
  • ნეიროსედაციური მასაჟი

მამაკაცებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • კინეზოთერაპია 
  • სკანდინავიური სიარული 
  • წყლის ველოსიპედი
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • სხეულის დერმოტონია
  • სხეულის მაქსიფლექსი
  • კავიტაცია ან/და სხეულის RF ლიფტინგი (ჩვენების მიხედვით)

ხანგრძლივობა: 7–14 დღე

ფასი: 7 დღე — 6,988 ლარი, 14 დღე — 13,311 ლარი