გასართობი ზონა

სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლის“ სტუმრებს თერაპიული პროცედურების შემდეგ კომპლექსის გასართობი ზონა განტვირთვის რამდენიმე საშუალებას სთავაზობს. ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მშვიდ და წყნარ გარემოში, კარგი მუსიკის ფონზე  გაატარონ თავისუფალი დრო, ითამაშონ ბილიარდი, მაგიდის ტენისი, დართსი, ჭადრაკი და ნარდი, სურვილისამებრ დააგემოვნონ ბიოლის სხვადასხვა სახის ნაყენი და ჩვენთვის ექსკლუზიურად ჩამოსხმული (ყურძნის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული) ქვევრის ღვინოები.