რევიტალიზაცია
ღვინის აბაზანა არომათერაპიით “Calm and Rebalance” - 256 ₾
ღრმად მომადუნებელი პროცედურა ღვინის აბაზანით, საფერავის ყურძნის ჩაით, არომათერაპიითა და სამედიტაციო მუსიკით, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ორგანიზმზე ახდენს ანტიოქსიდანტურ და დეტოქსიკაციურ ეფექტს.
ფიტოაბაზანა - 145 ₾
ჩვენ თავად ვაგროვებთ სამკურნალო მცენარეებს საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში. ღრმა ცოდნამ და მრავალწლიანმა გამოცდილებამ შესაძლებელი გახადა გარე გამოყენებისთვის განკუთვნილი საავტორო რეცეპტების შექმნა. ფიტო აბაზანას გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. შესამჩნევად ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს.
„შთაბეჭდილებების შხაპი“ და კონტრასტული შხაპი - 55 ₾
„შთაბეჭდილებების შხაპი“ სპა-ატრაქციონია, რომელსაც მატონიზირებელი და სარელაქსაციო მოქმედება გააჩნია. არომატული და სინათლის ეფექტები საშუალებას გაძლევთ სულ რამდენიმე წუთში სხვადასხვა კლიმატურ ზონაში იმოგზაუროთ.
კონტრასტული შხაპი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრესს. ის განსაკუთრებით ეფექტურია მიკროცირკულაციის გაუმჯობესებისთვის.
მარილის ოთახი (ჰალოთერაპია) - 73 ₾
ხსნის ანთებას და ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას, ხელს უწყობს ბრონქების ფუნქციის აღდგენას და გარე სუნთქვითი სისტემის გაუმჯობესებას, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. აძლიერებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის სტრესის შედეგებს. ჰალოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მეთოდია.
OPL თერაპია (ერთი კურსი მინიმუმ 3 პროცედურა) (ექიმის კონსულტაცია, ოქსიდაციური სტრესის დონის განსაზღვრა) - 1221 ₾
ახალი რევოლუციური ანტიოქსიდანტური თერაპია, ეფუძნება წყალხსნარში გახსნილი პოლიატომური ჟანგბადის ინტრავენურ შეყვანას. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტისეპტიკია. აღწევს დარღვეული სისხლმომარაგების მქონე ქსოვილის უბნებში. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, იმუნომოდულატორული, დეტოქსიკაციური მოქმედება, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონალური დონის ნორმალიზებას, ებრძვის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ალერგიულ რეაქციებს და სტრესის შედეგებს.
ფიზიოთერმი - 102 ₾
ფიზიოთერაპიული მეთოდი (დიათერმია) - წარმოადგენს დასამუშავებელი ქსოვილების საბაზისო მეტაბოლიზმის სტიმულირებას ძვალ-კუნთოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესების დროს. აძლიერებს არტერიული სისხლის ნაკადს, რითაც იზრდება მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდება დაზიანებულ ქსოვილებში, ასევე ვენური და ლიმფური უკუდენაც, რის გამოც ჩქარდება დაშლის პროდუქტების გამორეცხვა პათოლოგიით დაზიანებული უბნიდან.
ბიოიდენტური სასიგნალო თერაპია (NanoVi Technology) - 58 ₾
ჩვენი ორგანიზმის უჯრედები რეგულარულად განიცდიან დამაზიანებელი ფაქტორების, პირველ რიგში თავისუფალი რადიკალების, ზემოქმედებას. პროცედურის დროს იქმნება სიგნალი, რომელიც უჯრედების აღდგენის ბიოსიგნალის იდენტურია. ბიოსიგნალი ტალღის სახით გადაიცემა დატენიანებული ჰაერით და შეიწოვება ორგანიზმის უჯრედების მიერ. მეთოდიკა ხელს უწყობს უჯრედების დაზიანებული სტრუქტურების სწრაფ აღდგენას, ახდენს დაავადების პრევენციას და ანელებს დაბერების პროცესს, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას.