ოპტიმალური დეტოქსი

ბიოლის საავტორო დეტოქს მეთოდი უნიკალურია და შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები.

პროგრამა რეკომენდებულია ყველასთვის, ვინც ხშირად იღებს მედიკამენტებს, არაჯანსაღ საკვებს, ალკოჰოლს/თამბაქოს მოიხმარს, ხანგრძლივი სტრესის ქვეშ იმყოფება და არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონები) ცხოვრობს/მუშაობს.

პროგრამის მიმდინარეობისას ტოქსინებისგან თავისუფლდება მთელი სხეული, მათ შორის საჭმლის მომნელებელი სისტემა. შედეგად უმჯობესდება მეტაბოლიზმი, რაც დადებითად აისახება წონის კლებაზეც. ქრება სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება. ენერგიის მოზღვავებასთან ერთად შესამჩნევად იზრდება ადამიანის გონებრივი პოტენციალი.პროგრამის გავლის შემდეგ ადამიანი 2-3 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.

ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინების და მძიმე მეტალების გამოდევნა დეტოქსის უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდით ხდება. დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, პროგრამა სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევადგინოთ.

საავტორო დეტოქს მეთოდის შექმნის კოორდინატორია ბიოლის მთავარი ველნეს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი მიხეილ ქოჩიაშვილი.

 

კონსულტაცია

  • ველნეს ექსპერტის  კონსულტაცია
  • ექიმის კონსულტაცია

ლაბორატორიული ანალიზები

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALTL ,ASTL ,GGTl2, ALP2L, BILD2, BILD3)
  • საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (GLUC3)
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) განსაზღვრა
  • მაღალი სიმკვრივის (HDL) ლიპოპროტეინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • საერთო ქოლესტერინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა

დიაგნოსტიკა

  • ოქსიდაციური სტატუსის შეფასება
  • სპექტრომეტრია - მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
  • თერმოგრაფია
  • სხეულის შემადგენელი ქსოვილოვანი კომპონენტების პროპორციის დიაგნოსტიკა
  • ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება - Venoscreen
  • არტერიოგრაფია - სისხლძარღვების ელასტიურობის განსაზღვრა
  • გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი - HRV
  • ველოერგომეტრული ტესტი
  • სომნოგრაფია

კვება

  • სამჯერადი ველნეს კვება
  • დეტოქს სმუზი
  • Detox ჩაი  
  • Anti-stress ჩაი 
  • საკვები დანამატები 

პროცედურები კაცებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია
  • დეტოქს სეანსი ველნეს კოკონში 
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში 
  • ხირომასაჟი
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • ბიოიდენტური სასიგნალო თერაპია
  • ჰალოთერაპია

პროცედურები ქალებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია
  • დეტოქს სეანსი ველნეს კოკონში 
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში 
  • ხირომასაჟი
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია
  • ჰალოთერაპია
  • ტანის პილინგი Thalasso Bretagne 
  • ტანის მთლიანი შეფუთვა Thalasso Bretagne

ხანგრძლივობა: 7 დღე

ფასი: 9,754 ლარი