კორპორატიული ველნესი

გთავაზობთ კონფერენციების, ტრეინინგების, ვორქშოფებისა და სემინარების მოწყობას მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მსუბუქი გამაჯანსაღებელი თერაპიის თანხლებით. უჩვეულოდ სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ხედები თბილისსა და კავკასიონზე, ფიჭვნარი და მუხნარი ტყე და რა თქმა უნდა, პრემიუმ კლასის სერვისი სამუშაო პროცესს ნაკლებად სტრესულს ხდის. ველნეს პროცედურები და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, ჯანსაღ, უგემრიელეს საკვებთან ერთად, არა მხოლოდ ორგანიზმის სრულ გადატვირთვას უწყობს ხელს, არამედ ზრდის შრომისუნარიანობას.

 

კორპორატიულ ველნეს პაკეტში შედის:

  • კურორტის მთლიანი ინფრასტრუქტურა 31 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომლის 70%-ს ტყის მასივი წარმოადგენს;
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალით აგებულ, ინდივიდუალურ, პრემიუმ კლასის კოტეჯებში განთავსება;
  • მონიტორებით და გახმოვანების სისტემით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი;
  • სამჯერადი ველნეს კვება;
  • ბიოლი ჰოლი (რესტორანი და ივენთ ჰოლი), გახმოვანების საუკეთესო სისტემითა და ხმისჩამწერი სტუდიით;
  • მინი ლაუნჯები — შეხვედრების ოთახი გამწვანებით, ბილიარდით და შუა ცეცხლით;
  • გამაჯანსაღებელი ფიზიკური აქტივობები (ნორდიკული სიარული, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები) და ველნეს თერაპია (თავ-კისრის მასაჟი);
  • სატრენაჟორო დარბაზი (კინეზოთერაპიის სივრცე);
  • ელექტრო-ტრანსპორტი ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის;
  • ლაუნჯ G ბილიარდით, დართსით, საოჯახო კინოთეატრით და კარაოკეთი.

 

პაკეტის მინიმალური ხანგრძლივობაა ერთი დღე-ღამე (12:00 საათიდან).

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.