ფიტორესურსები

სამკურნალო მცენარეები ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია - მათი გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის გაჯანსაღებასა და ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაში. ბიოლის სპეციალისტების გუნდი მათ ალპურ ზონაში, საქართველოს მთიანი რეგიონების სამხრეთ კალთებზე განსაკუთრებული მზრუნველობით აგროვებს.

სამკურნალო მცენარეებს ბიოლში არა მხოლოდ თერაპიაში, არამედ საკვებშიც იყენებენ.  უნიკალური და სწორი კომბინაციების გამოყენებით ბიოლის ველნეს თერაპევტები ორგანიზმზე მიზანმიმართულ ზემოქმედებას ახდენენ.

 

ბიოლის ბუკეტი

თითოეული ბუკეტი საგულდაგულოდ შერჩეული ინგრედიენტების ერთობლიობას წარმოადგენს. დღის განმავლობაში მზის დადებითი ენერგიით დამუხტული ყვავილებისა და ბალახების არომატი ბიოლის თითოეულ კრებულს განსაკუთრებულს ხდის.

მცენარეების უნიკალური კომბინაციებით მივიღეთ რამდენიმე კრებული, რომლებიც გამიზნულ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე. ესენია: „დეტოქსი“, „რელაქსი“, „ანტისტრესი“, „ენერგია“, „ბიოლის თაიგული“, „იმუნოჩაი“. სასიამოვნო სურნელისა და გემური თვისებების გარდა, მათ თერაპიული ზემოქმედებაც გააჩნიათ.

 

ფუნქციონალური კვება

ენდემური ფიტორესურსებით გამდიდრებული რაციონი ორგანიზმზე მძლავრ ანტიოქსიდაციურ ეფექტს ახდენს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და იმუნურ სისტემას და დეტოქსიკაციური მოქმედებაც გააჩნია.

 

ფიზიკური თერაპია

სამკურნალო მცენარეების აბაზანები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომლის ზემოქმედებაც მიმართულია ორგანიზმის დაცვითი უნარის ზრდისკენ. ფიტოაბაზანა სწრაფად ხსნის სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აახალგაზრდავებს და ასუფთავებს კანს, აწესრიგებს ძილს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

 

სამკურნალო მალამოები

ადგილობრივი ფიტორესურსებისგან მზადდება ტრადიციული ხალხური სამკურნალო მალამოებიც. მათ შორისაა პროექტის ავტორის წინაპრების ოჯახური რეცეპტებით დამზადებული პროდუქტებიც. აღნიშნული მალამოები სამკურნალო და პრევენციული მიზნებით გამოიყენება.