ფიზიკური აქტივობა

სუნთქვითი ვარჯიშები — 58 ₾

ბიოლის უნიკალურ ბუნებრივ პირობებში ჩატარებული სუნთქვითი ვარჯიშები ძალზე ეფექტურია და ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის ნორმალიზებას. დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, აუმჯობესებს განწყობას და გარე სამყაროსთან სრული ჰარმონიის განცდას ქმნის.

 

სახსრების ვარჯიშები — 87 ₾

კინეზოთერაპიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. კომპლექსური ვარჯიშების დახმარებით ზემოქმედება კონკრეტულ სახსრებზე ხდება, რაც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ძვალ-სახსროვანი დაავადების განვითარების რისკი ან ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ დაზიანებული სახსრის მდგომარეობის გაუმჯობესება. სახსრების ვარჯიშები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კუნთების სტატუსს, ხსნის ტკივილს და დაძაბულობას სახსრებში, ზრდის ხერხემლის ელასტიურობას.

 

სკანდინავიური სიარული — 73 ₾

სიარულის გამაჯანსაღებელი ტექნიკა სპეციალური ჯოხების დახმარებით. ააქტიურებს არა მხოლოდ ფეხების, არამედ სხეულის ზედა კუნთებსაც. წვავს 46%-ით მეტ კალორიას, ვიდრე ჩვეულებრივი სიარული. აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას.

 

დეკომპრესიული ვარჯიშები crossover-ის ტრენაჟორზე — 102 ₾

კინეზოთერაპიაში გაჭიმვის ვარჯიშები crossover-ის ანტიგრავიტაციულ ტრენაჟორზე წამყვან ადგილს იკავებს. ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებსა და სახსრებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ქსოვილების კვებას, ხსნის სპაზმს და აძლიერებს ხერხემლის კუნთოვან კორსეტს. დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ სავარჯიშო პროგრამის ინდივიდუალური შერჩევა ხდება, რაც შესაძლებელს ხდის ძვალ-სახსროვანი დაავადებების პრევენციას ადრეულ ეტაპზე. უკვე დაზიანებული სახსრის შემთხვევაში ვარჯიშს თერაპიული ეფექტი აქვს და გამოიყენება დაავადებების გართულების თავიდან ასაცილებლად.

 

Aqua bike — 119 ₾

ეფექტური და კომპლექსური მეთოდი, წარმოადგენს წყალში ფიზიკური აქტივობის და ჰიდრომასაჟის სინთეზს. ჰიდრომასაჟის შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, განსაკუთრებით თეძოების არეში, რაც ხელს უწყობს მოცულობის შემცირებას. წყლის ზემოქმედების შედეგად მცირდება დატვირთვა სახსრებზე. პედლების ტრიალი უზრუნველყოფს კარდიო დატვირთვას, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ გაუმჯობესებას.