Smart Detox

ბიოლის საავტორო დეტოქს მეთოდი უნიკალურია და შემუშავებულია შვიდწლიანი სამეცნიერო და სამედიცინო კვლევების საფუძველზე, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი სპეციალისტები.

პროგრამა რეკომენდებულია მათთვის, ვინც იღებდა ფსიქოტროპულ/საძილე ან ნარკოტიკულ საშუალებებს, ანტიბიოტიკებს, დიდი რაოდენობით ალკოჰოლს; მოიხმარს თამბაქოს; მიღებული აქვს საერთო ნარკოზი; ამჩნევს ნაადრევი დაბერების სიმპტომებს; ცხოვრობს არახელსაყრელ ეკოლოგიურ გარემოში (დიდი ქალაქები, მეგაპოლისები, ინდუსტრიულად განვითარებული რეგიონები).

პროგრამის მიმდინარეობისას ტოქსინებისგან თავისუფლდება მთლიანი სხეული, მათ შორის ცხიმოვანი ქსოვილიც, სადაც მავნე ნივთიერებების დიდი რაოდენობით აკუმულაცია ხდება. შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება მეტაბოლიზმი და ხდება ზედმეტი კილოგრამების მოშორება. იწყება უჯრედების აღდგენის პროცესი, რასაც სასიცოცხლო ტონუსის ამაღლებამდე მივყავართ. პროგრამას შესანიშნავი ეფექტი აქვს კანზეც - მისი სტრუქტურა უმჯობესდება, ზედაპირი კი იდეალურად გლუვი და სუფთა ხდება. პროგრამის გავლის შემდეგ ადამიანი 3-5 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურება.

ორგანიზმში დაგროვებული ტოქსინების და მძიმე მეტალების გამოდევნა დეტოქსის უსაფრთხო, არაინვაზიური მეთოდით ხდება. დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, პროგრამა სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევადგინოთ.

საავტორო დეტოქს მეთოდის შექმნის კოორდინატორია ბიოლის მთავარი ველნეს ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ექიმი-დიეტოლოგი მიხეილ ქოჩიაშვილი.

 

კონსულტაცია

  • ველნეს ექსპერტის  კონსულტაცია
  • ექიმის კონსულტაცია

ლაბორატორიული ანალიზები

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • ელექტროლიტების განსაზღვრა სისხლში (Na+, Ka+, Ca+, Cl-)
  • საერთო ცილის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • C-რეაქტიული ცილის რაოდენობრივი განსაზღვრა (CRPL3)
  • ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALTL ,ASTL ,GGTl2, ALP2L, BILD2, BILD3)
  • საერთო ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • პირდაპირი ბილირუბინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში (GLUC3)
  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) განსაზღვრა
  • მაღალი სიმკვრივის (HDL) ლიპოპროტეინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • საერთო ქოლესტერინის კონცენტრაციის განსაზღვრა
  • ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის განსაზღვრა
  • შარდოვანას კონცენტრაციის განსაზღვრა

დიაგნოსტიკა

  • ოქსიდაციური სტატუსის შეფასება
  • სპექტრომეტრია — მიკროელემენტების და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენა
  • თერმოგრაფია 
  • სხეულის შემადგენელი ქსოვილოვანი კომპონენტების პროპორციის დიაგნოსტიკა
  • ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება — Venoscreen
  • არტერიოგრაფია — სისხლძარღვების ელასტიურობის განსაზღვრა
  • გულის რითმის ვარიაბელობის ტესტი — HRV
  • მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, კუჭქვეშა ჯირკვალი) ექოსკოპია
  • ველოერგომეტრული ტესტი
  • ექოკარდიოგრაფია — გულის ულტრაბგერითი კვლევა 
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა
  • სომნოგრაფია 

კვება

  • სამჯერადი ველნეს კვება
  • დეტოქს სმუზი
  • Detox ჩაი  
  • Anti-sterss ჩაი 
  • საკვები დანამატები

პროცედურები კაცებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია
  • წყლის ველოსიპედი
  • დეტოქს სეანსი ველნეს კოკონში 
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში 
  • ხირომასაჟი
  • ტერფის მაქსიფლექსი
  • ბიოიდენტური სასიგნალო თერაპია
  • ჰალოთერაპია

პროცედურები ქალებისთვის

  • სუნთქვითი ვარჯიშები
  • სკანდინავიური ჯოხებით სიარული
  • კინეზიოთერაპია
  • დეტოქს სეანსი ველნეს კოკონში 
  • დეტოქს სეანსი ინფრაწითელ საუნაში 
  • ხირომასაჟი
  • ჰემოლიმფოდრენაჟი
  • ბიო იდენტური სასიგნალო თერაპია
  • ჰალოთერაპია
  • ფიტო აბაზანა
  • ტანის პილინგი Thalasso Bretagne 
  • ტანის მთლიანი შეფუთვა Thalasso Bretagne

ხანგრძლივობა: 10–14 დღე

ფასი: 10 დღე — 10,904 ლარი, 14 დღე — 16,490 ლარი