კოსმეტოლოგია

მოვლა Biologique Recherche კოსმეტიკით და სახის აპარატული კოსმეტოლოგია

სახის ულტრაბგერითი წმენდა — 174 ₾

ფორების გაწმენდა და ეპიდერმისის ზედაპირული გარქოვანებული ფენის მოცილება.

 

სახის კოსმეტიკური მასაჟი — 203 ₾

უნივერსალური და სასიამოვნო პროცედურა, რომელიც უხდება ყველა ტიპის კანს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ტონუსს, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს სახის ფერს, აძლიერებს რეგენერაციას.

 

გამწმენდი მოვლა P50/Soin exfoliant P50 visage — 305 ₾

ამქერცლავი და აღმდგენი მოვლა გაუხეშებული და არათანაბარი კანისთვის. მას ხდის თანაბარს, გლუვს და ბზინვარეს.

 

სპეციალური მოვლა თვალის ირგვლივ არეში — 218 ₾

გამაღიავებელი და მატონიზირებელი მოვლა თვალის ირგვლივ არეში. შეშუპება მაშინვე მცირდება, კანი გლუვდება და დასვენებულ იერს იძენს, წვრილი ნაოჭები კი ნაკლებად შესამჩნევი ხდება. რეკომენდებულია დაღლილი კანის მოსავლელად თვალის ქვემოთ შეშუპებისას.

 

მოვლა ნიღბის გამოყენებით — 232 ₾

წარმოადგენს აპარატურული მეთოდიკების დამატებით ეფექტურ კომპონენტს, ან დამხმარე პროცედურას პერსონალიზებული მოვლის შუალედებში. სპეციალისტი შეგირჩევთ თქვენთვის ყველაზე შესაფერის ნიღაბს. მოიცავს მასაჟს.

 

სახის პერსონალიზირებული მოვლა — 357 ₾

კანის მოვლის თითოეული პროტოკოლი შემუშავებული და მორგებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე. სპეციალისტი კანის დიაგნოსტიკის საფუძველზე ინდივიდუალურად შეგირჩევთ თქვენთვის საჭირო კოსმეტიკურ საშუალებებს.

 

გამაღიავებელი მოვლა PIGM 400 — 264 ₾

საღამოს მოვლის პროცედურა სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად, პიგმენტური ლაქების გაჩენის თავიდან ასაცილებლად და უკვე არსებული, შესამჩნევი ლაქების შესამცირებლად. ათანაბრებს სახის, კისრის და დეკოლტეს ზონის კანის ფერს.

 

სახის დერმოტონია — 174 ₾

ვაკუუმ-გორგოლაჭოვანი მასაჟი Le skin V7 აპარატის გამოყენებით. ზრდის კანის ტონუსს და ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. იდეალურია სახის ოვალის ფორმირებისთვის, შეშუპების მოსახსნელად, სახის კანის რეგენერაციისა და ლიფტინგისთვის.

 

სახის RF ლიფტინგი Imperium Med 400 — 357 ₾

იძლევა გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს მომენტალური ლიფტინგის ხარჯზე. შედეგი პირველივე პროცედურიდან ჩანს. ძლიერდება ქსოვილების სტრუქტურა, უმჯობესდება კანის რელიეფი, მცირდება ნაოჭების რაოდენობა, ვიწროვდება ფორები.

ფრაქციული RF სახე, ერთი ზონა — 508 ₾
ფრაქციული RF სახე, ყველა ზონა (სახე, კისერი, დეკოლტე) — 714 ₾

გამაახალგაზრდავებელი ეფექტი მიიღწევა რადიოსიხშირული ენერგიის წყალობით, რომელიც აღწევს კანის მკაცრად კონტროლირებად სიღრმეში ინდივიდუალური საცმის დახმარებით, რომლის ბოლოებში 225 მიკრონემსია განთავსებული. განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. უზრუნველყოფს სახის, კისრის ან დეკოლტეს ზონის რემოდელირებას და ახდენს კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას, ნაოჭების სიღრმის შემცირებას. იძლევა ხანგრძლივ მდგრად შედეგს და სახის გამოხატულ გაახალგაზრდავებას.

 

 

მოვლა Thalasso Bretagne კოსმეტიკის გამოყენებით და ტანის აპარატული კოსმეტოლოგია IMPERIUM Med 400 აპარატზე

ტანის პილინგი — 143 ₾

ტარდება მთელ სხეულზე. აგლუვებს კანს, ამაღლებს ტონუსს, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. პილინგის პროცესში მექანიკური ზემოქმედება ააქტიურებს მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს შეღწევას.

 

მთლიანი შეფუთვა — 276 ₾

ტარდება მთელ სხეულზე და მოიცავს: პილინგს მთელ სხეულზე, აქტიურ ნიღაბს (სამკურნალო ტალახი ან წყალმცენარეები ჩვენების მიხედვით), ტანის მკვებავ რძეს. აჯერებს კანს მინერალებით, აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელი ეფექტი. ააქტიურებს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას, ამცირებს შეშუპებას.

 

სხეულის დერმოტონია — 261 ₾

ვაკუუმ-გორგოლაჭოვანი მასაჟი Le skin V7 აპარატის გამოყენებით. ხვეწს სილუეტს კანის ტონუსის, მისი სიმკვრივისა და ელასტიკურობის გაუმჯობესების მეშვეობით. ამცირებს სხეულის მოცულობას და ათანაბრებს კანის რელიეფს. ხსნის შეშუპებას და აუმჯობესებს ვენურ-ლიმფურ ცირკულაციას.

 

სხეულის RF ლიფტინგი — 1 ზონა — 256 ₾

ახდენს სილუეტის ფორმირებას ლიფტინგის ეფექტის ხარჯზე, ათანაბრებს კანის რელიეფს.

 

კავიტაცია — 1 ზონა — 290 ₾

გააჩნია ლიპოსაქციის ეფექტი არაქირურგიული ზემოქმედებით, ახდენს ლოკალური ცხიმოვანი დაგროვების კორექციას.

 

Thermo Gym — 145 ₾

კუნთების შეკუმშვის ხარჯზე მათი პასიური გავარჯიშება ხდება, რაც სხეულის კონტურების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ეს პროცედურა აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს დრენაჟს, რაც წონის დაკლებისა და სხეულის კორექციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

 

 

ხელების და ფეხების მოვლა

ხელების მოვლის პროცედურა — 85 ₾

მოიცავს პილინგს, ნიღაბს და მსუბუქ მასაჟს.

 

პარაფინოთერაპია ხელებისთვის — 93 ₾

მოიცავს მოვლის პროცედურებს. ატენიანებს კანს, აღადგენს წყლის ბალანსს.

 

კრიო-შეფუთვა ფეხებისთვის — 134 ₾

ასტიმულირებს ვენური სისხლის უკუდენას, ხსნის შეშუპებას და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში.