პროგრამა "ინტრო"

ბიოლი ინტრო ორდღიანი, გაცნობითი ხასიათის პროგრამაა. მისი მიზანი ჯანმრთელობის უჯრედის დონეზე შეფასება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. დიაგნოსტიკასთან ერთად, პროგრამა სხვადასხვა სახის ველნეს აქტივობებსაც მოიცავს, რომლებიც აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებას და სტუმარს ჯანსაღი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.

ჯანმრთელობის შეფასება უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე დაავადებების წინასწარ დიაგნოსტირებას და ფსიქოლოგიურ ტესტირებას მოიცავს. მიკრო- და მაკროანატომიური, ფუნქციური და ფსიქო-ემოციური სტატუსის დადგენა ფიტნეს დიაგნოსტიკასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს დეტალურად შევაფასოთ თქვენი ორგანიზმის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ბიოლის სამეცნიერო გუნდი დეტალურად გაცნობთ დიაგნოსტიკის შედეგებს და გაძლევთ რეკომენდაციებს ოპტიმალურ კვებასა და ფიზიკურ აქტივობებთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის საფუძველზე იქმნება გაჯანსაღების გეგმა, რომელიც თქვენი მთავარი სახელმძღვანელოა ჯანმრთელობის რისკების შემცირებისა და ორგანიზმის გაახალგაზრდავებისთვის.

  • პროგრამაში ასევე შედის სამჯერადი ველნეს კვების მენიუ ქართული ენდემური ფიტოელემენტების დანამატებით.
  • ამასთან, ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით შესაძლებელია დამატებით შეიძინოთ ველნეს თერაპიები და ესთეტიკური პროცედურები.

ხანგრძლივობა: 2 დღე

ფასი: 1,886 ლარი

პროგრამა მოიცავს:

კონსულტაცია / დიაგნოსტიკა

  • ჯანმრთელობის რესურსების დიაგნოსტიკა [qty=1]
  • ექიმ-კოორდინატორის კონსულტაცია [qty=1]

ფიზიკური აქტივობა

  • ინდივიდუალური სუნთქვითი ვარჯიშები [qty=1]
  • ინდივიდუალური სკანდინავიური სიარული [qty=2]

პროცედურები

  • სხეულის პილინგი [qty=1]
  • ნეიროსედაციური მასაჟი [qty=1]
  • ტერფის მაქსიფლექსი [qty=1]
  • ფიტო აბაზანა [qty=1]
  • შთაბეჭდილებების შხაპი [qty=1]
  • წყლის ველოსიპედი [qty=1]

ხანგრძლივობა: 2 დღე

ფასი: 1,886 ლარი