რესტორანი

ივენთ ჰოლისა და რესტორნის სინთეზი, "ბიოლი ჰოლი", კვების განსაკუთრებულ მოდელს ამკვიდრებს.

"ქართული ველნეს სამზარეულო" ერთგვარ ინოვაციას წარმოადგენს — ველნეს ტექნოლოგიებით და ქართული ტრადიციული გემოს შენარჩუნებით, ბიოლი ჰოლის შეფ მზარეული ახალ, უჩვეულოდ გემრიელ კერძებს ქმნის. ენდემური ფიტოდანამატებით გამდიდრებული საკვები, გემრიელთან ერთად, აბსოლუტურად ჯანსაღია. 

ველნეს სტუმრებისთვის რაციონი შეირჩევა ინდივიდუალურად, ბიოლის ნუტრიციოლოგის მიერ, სამედიცინო დიაგნოსტიკის საფუძველზე.

რესტორანში კერძები მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება, რომელთა ნაწილი თავად ბიოლის სათბურშია მოყვანილი. ისინი განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლო ელემენტებით, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და თვითშეგრძნებაზე.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაგიდის დაჯავშნა აუცილებელია 24 საათით ადრე.