დიაგნოსტიკა

ინოვაციური მეთოდის და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების დახმარებით, ბიოლის სამეცნიერო გუნდი ორგანიზმის ჯანმრთელობას სასიცოცხლო ერთეულის - უჯრედის დონეზე აფასებს.

უჯრედული ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის ექსკლუზიური ანალიზი საშუალებას იძლევა წინასწარ გამოვლინდეს რისკ-ფაქტორები და მოხდეს ასზე მეტი დაავადების და ნაადრევი დაბერების პრევენცია. ბიოლის სტუმარი იღებს ინდივიდუალურად შედგენილ ველნეს პროფილს და დეტალურ რეკომენდაციებს ორგანიზმის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

დიაგნოსტიკა ტარდება დილით, საკვების მიღებამდე. რამდენიმე დღის შემდეგ, იგეგმება სამეცნიერო ჯგუფის წევრთან შეხვედრა, დიაგნოსტიკის შედეგების და რეკომენდაციების მისაღებად.

უჯრედული ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა ბიოლის ველნეს პროგრამების განუყოფელი კომპონენტია, თუმცა შესაძლებელია მისი ცალკე შეძენაც.

დიაგნოსტიკის ღირებულებაა 1350 ლარი.

უჯრედული ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ მეთოდებს:

 

ოქსიდაციური სტრესის შეფასება

თანამედროვე სამეცნიერო შეხედულებით, ოქსიდაციური სტრესი არა მხოლოდ ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას იწვევს, არამედ ასზე მეტი დაავადების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორგანიზმის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების რაოდენობისა და ანტიოქსიდანტური აქტიურობის თანაფარდობის გაზომვა, რათა დადგინდეს ოქსიდაციური სტრესის სიმძიმის დონე. d-ROMs-ის (თავისუფალი რადიკალების დონე) და PAT-ის (ორგანიზმის ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები) ინოვაციური ტესტირების შედეგები საშუალებას გვაძლევს დროულად შევაფასოთ უჯრედულ დონეზე დაწყებული „რღვევის“ პროცესი და დავგეგმოთ სათანადო კომპლექსური ღონისძიებები.

 

სპექტრომეტრია

უახლესი ექსკლუზიური სპექტრომეტრული მეთოდის მეშვეობით დროის უმოკლეს მონაკვეთში შესაძლებელია უჯრედებში 20 სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტისა და 14 ტოქსიკური მიკროელემენტის შემცველობის განსაზღვრა, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად მოვახდინოთ ჯანმრთელობის რისკების შეფასება და გართულებების პრევენცია. აუცილებელი მიკროელემენტების დეფიციტის ან/და ტოქსიკური ელემენტების დაგროვების ამ უნიკალური მეთოდით დაფიქსირება გაცილებით ადრე ხდება, ვიდრე ეს ტრადიციული დიაგნოსტიკური მეთოდებით (სისხლისა და შარდის ანალიზი) არის შესაძლებელი. ეს საშუალებას გვაძლევს დეფიციტის ან ინტოქსიკაციის კლინიკური სურათის გამოვლინებამდე მოვახდინოთ დარღვევების კორექცია. 

 

სხეულის შემადგენლობის შესწავლა ბიოელქტრული იმპედანსის გამოყენებით

არაინვაზიური მულტისიხშირული ბიოელექტრული იმპედანსის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდი საშუალებას გვაძლევს ათი წუთის განმავლობაში შევისწავლოთ სხეულის შემადგენლობის 50–მდე პარამეტრი. ადამიანის სხეულში სითხის, ცხიმის, კუნთოვანი მასის და მინერალური კომპონენტების შემადგენლობის და მისი გადანაწილების მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალი დაავადების ადრეული პრევენციისთვის. სწორი კვების და ფიზიკური აქტივობის ეფექტური მენეჯმენტი პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანის სხეულის შემადგენლობის ფაქტობრივი მონაცემების გარეშე.

 

გულის რიტმის ვარიაბელობის დადგენა

ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა და სტატუსი. კვლევის მეშვეობით შესაძლებელია ვეგეტატური ნერვული რეგულაციის დისბალანსის ტიპის (სიმპათიკური, ან პარასიმპათიკური) დადგენა. მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს მიზნობრივად და დიფერენცირებულად შევარჩიოთ კონკრეტული ველნეს-პროგრამა და თავიდან ავიცილოთ ვეგეტატიური დისბალანსით განპირობებული დაავადების რისკები.

 

ველოერგომეტრიული ტესტი

გამოიყენება კარდიო–რესპირატორული სისტემის ფუნქციის შეფასების მიზნით. ის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვების სწორად დოზირებისთვის და არასწორი ვარჯიშით გამოწვეული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების პრევენციისთვის.

 

თერმოგრაფია

საშუალებას გვაძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ გამოვავლინოთ საყრდენ–მამოძრავებელ სისტემაში არსებული „ცხელი“ კერები, ანუ ანთებითი პროცესების ადრეული ნიშნები და კლინიკური ნიშნების მანიფესტაციამდე დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები.

 

ფლექსომეტრია

მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავზომოთ ხერხემლის მოქნილობა და თვალყური მივადევნოთ სპეციალური სავარჯიშო პროგრამების ხერხემალზე გავლენის დინამიკას. ხერხემლის მოქნილობის გაუმჯობესება ზოგადი ფიზიკური დაღლილობის და ხერხემლის არეში ტკივილების პრევენციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

დინამომეტრია

საშუალებას გვაძლევს გავზომოთ კუნთოვანი ძალა და მონაცემთა ანალოგიური სერიების შედარებით შევაფასოთ ვარჯიშების ეფექტურობა.

 

ვენების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება (Venoscreen) 

ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ვენების ფუნქციური მდგომარეობა, სარქვლოვანი აპარატის მუშაობა და ვენური ავსების დრო. კვლევა გამოიყენება რისკების შესაფასებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად. ტესტი გვეხმარება სწორად შევურჩიოთ სტუმარს პროცედურები და ფიზიკური დატვირთვები.

 

სისხლძარღვების ელასტიურობის განსაზღვრა

არტერიების ფუნქციური მდგომარეობის (ელასტიურობის) განსაზღვრა ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით ხდება, რომლის დახმარებით შეგვიძლია გავზომოთ აორტის პულსური სიჩქარე, აუგმენტაციის ინდექსი და ცენტრალური სისხლის წნევა. მიღებული შედეგების ანალიზით ვიღებთ ინფორმაციას სისხლძარღვოვანი ასაკის შესახებ, რის შემდეგადაც ხდება ინდივიდუალური რეკომედაციების შემუშავება. მეთოდი სწრაფია, ზუსტი, არაინვაზიური და უმტკინვეულო. სისხლძარღვოვანი სტატუსის შეფასება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკი და დავსახოთ პრევენციული ზომები.

 

ანთროპომეტრია

სხეულის ანატომიური და ფიზიკური პარამეტრების (სხეულის წონა და ზომები) შეფასება.

 

ველნეს პროფილი

ბიოლი ველნეს დიაგნოსტიკური კომპლექსით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებული კითხვარით მოპოვებული ინფორმაცია წარმოდგენას გვაძლევს სტუმრის მიკრო და მაკროანატომიურ, ფუნქციურ და ფსიქო-ემოციურ სტატუსზე. მიღებული მონაცემების ექსკლუზიური კომპიუტერული პროგრამით დამუშავების შემდეგ ხდება კლიენტისთვის ინდივიდუალური ველნეს პროგრამის შემუშავება.

 

ფიტნეს პროფილი

ფიზიკური აქტივობა წარმოადგენს სამედიცინო ველნესის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას, ვარჯიშის სწორი და ინდივიდუალური შერჩევა კი ველნეს პროგრამების აუცილებელი კომპონენტია. ფიტნეს-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება სტუმრის ფიზიკური და კარდიო-რესპირატორული ფუნქციის შეფასება, შედეგად კი, ფიტნეს პროფილის შექმნა. მიღებული შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამის შედგენა, რაც საშუალებას გვაძლევს სწორად დავსახოთ პრევენციული ღონისძიებები და თავიდან ავიცილოთ არასწორი ვარჯიშის შედეგად გამოწვეული გართულებები.