ვითვალისწინებთ რა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის, დროებით ვწყვეტთ მუშაობას.
ჩვენ დავბრუნდებით! ✌ ბიოლი
ხშირად დასმული კითხვები

კურორტის უნიკალური იდეოლოგია და კონცეფცია დაფუძნებულია არა ფსიქოლოგიურ კომფორტსა და სიამოვნების მიღებაზე, არამედ კონტროლირებად გამაჯანსაღებელ პროცესზე, რომელიც ჩამოყალიბებულია თანამედროვე სამედიცინო თეორიებზე დაყრდნობით.

ჩვენთან ყველა პროცედურა ტარდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, სასურველი პროგრამა კი შეირჩევა ბიოლის სამეცნიერო ჯგუფის მიერ, დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით. შედეგად ინიშნება ინდივიდზე მორგებული კონკრეტული ველნეს პროგრამა, რაც მოიცავს როგორც ფუნქციურ კვებას სამკურნალო მცენარეების დანამატებით, ასევე ანტისტრესულ ფიზიკურ აქტივობებს, სათანადო სპა-თერაპიებს და ორგანიზმზე ინდივიდუალურად მორგებულ სხვადასხვა პროცედურებს. თავად გაჯანსაღების პროცესი არის მეცნიერულად გაზომვადი, ექსკლუზიური დიაგნოსტიკური მეთოდების დამსახურებით.

გაჯანსაღების მიზნით, ველნეს დამსვენებლებს ვთავაზობთ ოთხი ტიპის ველნეს პროგრამას: ინტრო, ანტისტრესი, დეტოქსი და ქრონიკული დაღლილობის მართვა.

ამას გარდა, ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება კურორტზე დაისვენოს და ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩაიტაროს სხვადასხვა სახის სპა პროცედურა.

უცხოელი სტუმრებისთვის ასევე გათვალისწინებულია გასვლითი ტურები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს ისტორიული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ქართული ფოლკლორის და ტრადიციული სუფრის თავისებურებების გაცნობა, ეროვნული კერძებისა და ქართული ღვინოების დეგუსტაცია.

პროგრამების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ინტრო

ანტისტრესი

დეტოქსი

ქრონიკული დაღლილობის მართვა

 

დიაგნოსტიკის მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

სასურველი პროგრამის დაჯავშნა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.

მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამას ჯავშნით, ინდივიდუალური დიაგნოსტიკისა და ანამნეზის საფუძველზე, ბიოლის სამეცნიერო ჯგუფი თავად განსაზღვრავს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც სტუმარს გაჯანსაღებისთვის ესაჭიროება.

ჩვენი ველნეს პროგრამების მიზანი არ არის წონის კორექცია, თუმცა, გამაჯანსაღებელი პროცედურები და ფუნქციური კვების რაციონი საგრძნობლად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს მეტაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება წონაში დაკლების პროცესზე.

ჩვენი ყველაზე ხანმოკლე პროგრამა „ბიოლი ინტრო“ ორდღიანი გახლავთ.

სხვა პროგრამების რეკომენდებული მინიმალური ხანგრძლივობაა შვიდი დღე. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმის მიერ შესაძლოა რეკომენდებული იყოს თოთხმეტდღიანი პროგრამაც. ხანდახან დღეების რაოდენობა შესაძლოა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

ფუნქციური კვების რაციონი შეირჩევა ინდივიდუალური ანამნეზისა და ჯანმრთელობის თავისებურებების გათვალისწინებით.

არა, აუცილებელი არ არის.

პროგრამის გავლა აუცილებელი არ არის, თუმცა იმისთვის, რომ ჩაიტაროთ რაიმე პროცედურა, საჭიროა იყოთ კურორტის დამსვენებელი. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროცედურები ტარდება მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციის საფუძველზე.

ბიოლის პროგრამებით სარგებლობა შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან.

14 წლამდე ბავშვთან ერთად სტუმრობა შესაძლებელი გახდება მოკლე ხანში, კოტეჯების მშენებლობის დასრულების შემდეგ.

აუცილებლად დაგჭირდებათ სპორტული (კომფორტული) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - სეირნობისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის, ასევე საცურაო კოსტიუმი ფიტო აბაზანისთვის (აუცილებელი არ არის). 

კომპლექსის გასართობი ზონა სტუმრებს განტვირთვის რამდენიმე საშუალებას სთავაზობს. ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მშვიდ და წყნარ გარემოში, კარგი მუსიკის ფონზე გაატარონ თავისუფალი დრო, ითამაშონ ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, დართსი, ჭადრაკი და ნარდი.

ბიოლი არ არის სარეაბილიტაციო ცენტრი. პოსტოპერაციული  პერიოდის შემდეგ სტუმრის მიღება შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და პირადი ექიმისგან აღებული აქვს ნებართვა. აქვე უფლებას ვიტოვებთ, რომ პროგრამის ინტენსივობა გადაწყვიტოს ბიოლის სამედიცინო პერსონალმა.

მენიუ ნაწილობრივ ქართულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანსაღი კვება ველნეს პროგრამების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ქართული კერძები მომზადებულია სწორად, ისე, რომ შენარჩუნებულია ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები.

გაქვს კითხვა?